მსახიობი ბესო ზანგური, მოსკოვის თეატრალურ სტუდიაში მუშაობს – ამის შესახებ ინფორმაციას ქართული დიასპორის ტელეგრამ არხი ავრცელებს. განცხადების თანახმად, ბესო ზანგური მოსკოვის შემოქმედებით ცენტრში ღია გაკვეთლებს ატარებს, რაც მსურველებისთვის უფასოა.
ბესო ზანგური ამ დრომდე რუსთაველის თეატრის მსახიობია. მოსკოვში საპროდიუსერო ჯგუფი, მის გაკვეთილებზე დასწრებას მსურველებს სთავაზობს. უცნობია, ვინ აფინანსებს პროექტს რუსეთში, სადაც ბესო ზანგური მიიწვიეს.
ინფორმაციის თანხმად, ზანგურმა მოსკოვის მუსიკალური შემოქმედებით ცენტრში მასტერ კლასების ჩატარება 25 თებერვლიდან დაიწყო.