2 მილიონი დეპუტატების მივლინებებისთვის. რეკორდსმენი შალვა პაპუაშვილია. პარლამენტის თავმჯდომარის მხოლოდ ანგოლაში ვიზიტი ხალხს 19 ათასი ლარი დაუჯდა. ძვირადღირებული მივლინებების კიდევ ერთი ავტორია ნიკოლოზ სამხარაძე, რომელიც 2023-მ წელს მივლინებაში 24-ჯერ იმყოფებოდა და აქედან მხოლოდ ჩილესა და ურუგვაიში ყოფნის დროს 15 ათასი ლარი დახარჯა.
მივლინებების რეკორდსმენთა შორის არიან მაკა ბოჭორიშვილი და გივი მიქანაძეც. მათი ვიზიტები კი საქართველოს მოქალაქეებს 250 ათასი ლარი დაუჯდათ. სამივლინებო ხარჯებს დეპუტატები წლიდან წლამდე ზრდიან. 2022 წელთან შედარებით პარლამენტარებმა 23-მ წელს 200 ათას ლარზე მეტი დახარჯეს.