ყველა რუსმა სარდალმა უნდა იცოდეს, რომ სამართლიანობა აღსრულდება – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება ორი რუსი სამხედრო მეთაურის დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ.

“მივესალმები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებასრუსეთის შორ მანძილზე მყოფი ავიაციისა და შავი ზღვის ფლოტის მეთაურების დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებრომლებიც ბრალდებულნი არიან ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებშიდანაშაულები ჩადენილ იქნა რუსეთის მიერ 2022 და 2023 წლებში უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დაბომბვის დროს.

ყველა რუსმა სარდალმარომელიც გასცემს უკრაინელ სამოქალაქო პირებზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების ბრძანებასუნდა იცოდესრომ სამართლიანობა აღსრულდებაყველა ასეთი დანაშაულის ჩამდენმა უნდა იცოდესრომ პასუხს აგებს.

საერთაშორისო მართლმსაჯულება დროს მოითხოვსმაგრამ ეს გარდაუვალიაჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევასრათა უკრაინელი ბავშვებისქალებისა და კაცების მკვლელობაზე პასუხისმგებელი რუსი მხეცები დაუსჯელი არ დარჩნენვერც ერთი ვარსკვლავი მხარზეან კაბინეტის კარზევერ დაიცავს მათ პასუხისმგებლობისგან”, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ავიაციისა და შავი ზღვის მეთაურების დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ინფორმაცია The Guardian-მა გაავრცელა.

საუბარია რუსეთის ფედერაციის საჰაერო კოსმოსური ძალების ავიაციის მეთაურზე, სერგეი კობილაშზე და რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის მეთაურზე, ვიქტორ სოკოლოვზე. ისინი ჰააგის სასამართლომ ომის დანაშაულებში დამნაშავედ ცნო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share