“მივესალმები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რუსეთის შორ მანძილზე მყოფი ავიაციისა და შავი ზღვის ფლოტის მეთაურების დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ, რომლებიც ბრალდებულნი არიან ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში. დანაშაულები ჩადენილ იქნა რუსეთის მიერ 2022 და 2023 წლებში უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დაბომბვის დროს.
ყველა რუსმა სარდალმა, რომელიც გასცემს უკრაინელ სამოქალაქო პირებზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების ბრძანებას, უნდა იცოდეს, რომ სამართლიანობა აღსრულდება. ყველა ასეთი დანაშაულის ჩამდენმა უნდა იცოდეს, რომ პასუხს აგებს.
საერთაშორისო მართლმსაჯულება დროს მოითხოვს, მაგრამ ეს გარდაუვალია. ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას, რათა უკრაინელი ბავშვების, ქალებისა და კაცების მკვლელობაზე პასუხისმგებელი რუსი მხეცები დაუსჯელი არ დარჩნენ. ვერც ერთი ვარსკვლავი მხარზე, ან კაბინეტის კარზე, ვერ დაიცავს მათ პასუხისმგებლობისგან”, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ავიაციისა და შავი ზღვის მეთაურების დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ინფორმაცია The Guardian-მა გაავრცელა.
საუბარია რუსეთის ფედერაციის საჰაერო კოსმოსური ძალების ავიაციის მეთაურზე, სერგეი კობილაშზე და რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის მეთაურზე, ვიქტორ სოკოლოვზე. ისინი ჰააგის სასამართლომ ომის დანაშაულებში დამნაშავედ ცნო.