“ვიცით, რომ ადამიანებს ჩვენს სერვისებზე წვდომა უჭირთ. ჩვენ ახლა ამაზე ვმუშაობთ”, – ამის შესახებ META-ს სპიკერი, ენდი სტოუნი X-ზე წერს. ამ დროისთვის კომპანიას სხვა, დამატებითი განცხადება არ გაუვრცელებია.
შეგახსენებთ, რომ Facebook, Messenger და Instagram დაახლოებით 1 საათის წინ გაითიშა. სოციალური ქსელებით სარგებლობას ვერ ახერხებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.
DownDetector-ზე შესული მომხმარებლის 75% ამბობს, რომ Facebook-ზე ავტორიზაციის გავლას საერთოდ ვერ ახერხებს, 17%-ს აპლიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, 8% კი Facebook-ის “დესკტოპ” ვერსიას ვერ იყენებს.
Messenger-ზე ავტორიზაციის გავლას მომხმარებელთა 56% ვერ ახერხებს, 29%-ს აპლიკაციაში შესვლა უჭირს, 15%-ს კი შეტყობინებების გავლა უჭირს.
ანალოგიური პრობლები შეინიშნება Instagram-ზეც. მომხმარებლების 63% აპლიკაციით ვერ სარგებლობს, 27% ვერ “სქროლავს”, 10%-ს კი აპლიკაციაში ავტორიზაციის გავლის პრობლემა აქვს.