“ეს ნიკა გვარამიას ნომერია, დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ,იმაზე ისაუბრეთ”

განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია მთავარის თანადამფუძნებლისა და დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა.

წულუკიანმა ელისაშვილს უპასუხა, რომ თავადაც სურდა თავისი ნომრის გამოცხადება, თუმცა, სანაცვლოდ, გვარამიას ნომერი გამოაცხადა და ელისაშვილს მოუწოდა, პარლამენტში გამოსვლის ტექსტები მასთან შეეთანხმებინა.

“ეს ნიკა გვარამიას ნომერია, დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ?”, – განაცხადა წულუკიანმა. 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share