იყო მისი [გვარამიას] მხრიდან გამოხატული სურვილი თანამშრომლობის ჩემთან პოლიტიკურ საკითხებზე, თუმცა მე მასაც ის ვუთხარი, რაც საჯარო პოსტში დავწერე. კონკრეტული სტრატეგიები და კონკრეტული საუბრები არ ყოფილა.”
განაცხადა ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ფორმულასთან საუბრისას.
26 თებერვალს, ლომჯარიამ საჯარო პოსტი დაწერა, სადაც თქვა, რომ ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას არ აპირებს, არც მარტო და არც სხვასთან ერთად.