“პუტინმა იცის შიშის დათესვა, მაგრამ თავად NATO-სთან ომის ეშინია,” – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერმინისტრმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. კაია კალასმა აღნიშნა, რომ პუტინი დასავლური საზოგადოების დაშინებას ცდილობს.
“ის დიდი ხანია იმუქრება ბირთვული ომით. მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია. ის ძალიან კარგად თესავს შიშს ჩვენს საზოგადოებებში. ის უსმენს იმას, რისიც გვეშინია, და თუ ჩვენ გვეშინია ბირთვული ომის, ის ამყარებს ამ შიშებს. ამის შემდეგ ჩვენს საზოგადოებას სურს შეაჩეროს თავისი ქმედებები…
თუ გვეშინია, ვიწყებთ თავის შეკავებას. და ეს არის ის, რაც პუტინს სურს… ჩვენ ასევე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რისი ეშინია პუტინს. და მას რეალურად ეშინია NATO-სთან ომის. მას ეს არ სურს. რა თქმა უნდა, არც ჩვენ გვინდა,” – განაცხადა კალასმა.