უსამართლო ქვეყანაში ვცხოვრობთ, ხელისუფლება სასამართლოს იყენებს სადამსჯელო იარაღად – მოსეშვილი

„საქართველოში სასამართლო არ ღასრულებს სამართალს, სასამართლო არის ხელისუფლების სადამსჯელო იარაღი, რომელიც ემსახურება იმ ადამიანების გაჩუმებას, გამოკეტვას, რომელიც ხელისუფლებას რაიმე ფორმით უპირისპირდება,“ – ეს განცხადება გირჩი – მეტი თავისუფლების წევრმა ლევან მოსეშვილმა გააკეთა.

მოსეშვილს რამდენიმე საქმე მოჰყავს იმის დასადასტურებლად, რომ ხელისუფლება სასამართლოს მათი ოპონენტების დასასჯელად იყენებს, ხოლო მათ, ვინც „ოცნების“ მიმართ ლოიალურად არის განწყობილი, სასჯელიც მსუბუქია და ამის მაგალითად, მომღერალი კაბუს საქმე მოჰყავს.

”რაც შეეხება ლაზარე გრიგორიადისს, ლაზარეზე ჰქონდათ საქმე, ამიტომ ის იყო იდეალური ვარიანტი დასაჭერად, რადგან მას მამასთან წარსულში კონფლიქტი ჰქონდა. ამაზე ვერ უმტკიცებენ, რაზეც დაიჭირეს, სროლას ედავებიან და პოლიციის მანქანის დაწვას და თაროზე შემოდებული საქმე გადმოიღეს და იმაზე მიუსაჯეს პატიმრობა. ასევე რაც შეეხება ზურა ნიჟარაძეს, რომელსაც არასდროს არავისზე უძალადია, არაერთხელ გაუწვდია დახმარების ხელი მეგობრებისთვის, გამოკეტეს ციხეში, ემუქრება 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა და ამის ფონზე ვხედავთ, რომ ციხიდან ათავისუფლებენ ერთ დღეში ადამიანს, მოძალადე ადამიანს, რომელსაც ჰქონდა ცივი იარაღიც, ნარკოტიკული საშუალებებიც და ის ერთ დღეში ტოვებს 10 ათას ლარიანი გირაოთი საკანს, რა რეაქცია უნდა გქონდეს – ასეთ უსამართლო ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომელშიც ხელისუფლება სასამართლოს იყენებს სადამსჯელო იარაღად,“ – ამბობს მოსეშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share