„ამ ქვეყანას აქვს მართლმსაჯულების სამი სისტემა: ერთი არის ვირიშვილებისთვის, ერთი არის სასამართლო სისტემა დიდვანი ქოცებისთვის, მესამე სამართლებრივი სისტემა არის რადიკალური ოპოზიციისთვის,“ – ეს განცხადება ჟურნალისტმა თენგო გოგოტიშვილმა „რეაქციაში“ გააკეთა.
როგორც თენგო გოგოტიშვილი ამბობს, საქართველოში სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი არ არის. მაშინ, როდესაც სისტემას სანქცირებული მოსამართლეები მართავენ, გოგოტიშვილს დამოუკიდებელი სასამართლოს მოლოდინი არ აქვს.
”ამ ქვეყანას აქვს მართლმსაჯულების სამი სისტემა: ერთი არის ვირიშვილებისთვის – ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რომლებიც თუ მონახე საჭირო კავშირები, საჭირო ადამიანები, შეიძლება ფული გადაიხადონ, შეიძლება ადეკვატური სამართალი დადგეს. ერთი არის სასამართლო სისტემა დიდვანი ქოცებისთვის, როგორც ზვიადაურის, კაბუს ამბავი – თუ გაქვს ახლობლობა, თუ ახლოს ხარ უზენაეს სხეულთან მაშინ უბრალოდ ყველაფერი გეპატიება. მესამე სამართლებრივი სისტემა არის რადიკალური ოპოზიციისთვის – თუკი შემჩნეული ხარ, რომ არ მოგწონს ხცელისუფლება, მითუმეტეს თუ რაღაც გაგიკეთებია ან გითქვამს ხელისუფლების წინააღმდეგ, მაში შენთვის ახალ კანონებს დაწერენ, როგორც ნიკა გვარამიას შემთხვევაში,“ – ამბობს გოგოტიშვილი.