გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში ხელყუმბარა აფეთქდა

რუსთაველზე, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ქუჩაში, სავარაუდოდ, ხელყუმბარა აფეთქდა. როგორც ისინი “მთავარ არხთან” ყვებიან, ხელყუმბარა ერთმა პირმა მეორეს ესროლა.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, დაშავდა ახალგაზრდა კაცი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

“ახალგაზრდა ბიჭი იყო, სასწრაფომ წაიყვანა, მეტი არაფერი ვიცი. რაღაც აფეთქდა, რა აფეთქდა არ ვიცი…. დაჭრილი იყო, სისხლში იყო სულ, არ ვციი სადაურია”, – თქვა ადგილობრივმა.

აფეთქება დაახლოებით 40 წუთის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ასევე იქ იმყოფება თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილი.

როგორც ცნობილია, პოლიციამ უკვე ამოიღო ადგილზე არსებული სათვალთვალო კამერები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share