დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღეა

დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღეა.

ოზურგეთის საკრებულოს წევრებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა დღეს გვირგვინებით საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი.

დღეს ზაზა დამენიას 50 წელი შეუსრულდებოდა.

ის 2004 წლის აგვისტოში ცხინვალის მისადგომებთან იბრძოდა. 16 აგვისტოს იმ სანგარზე, სადაც ზაზა დამენია იმყოფებოდა, განხორციელდა მძლავრი შეტევა. მოწინააღმდეგემ სანგარში ხელყუმბარის ჩაგდება მოახერხა, მას ზაზა გადაეფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები დაღუპვისგან იხსნა.

დაღუპვამდე ორი დღით ადრე, დამენიას ჭურვის აფეთქების შედეგად მხედველობა დაუქვეითდა. მიუხედავად ამისა, დამენიამ უარი განაცხადა პოზიციის დატოვებაზე და ბოლომდე დარჩა თანამებრძოლებთან ერთად.

მალევე მას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას სახელი მიენიჭა.

 აგრეთვე, ოზურგეთის ერთ-ერთი ქუჩა მის სახელს ატარებს.

ზაზა დამენია დაკრძალულია ქალაქ ოზურგეთში, ომში დაღუპულთა სახელობის პარკში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share