“რაც ჩვენ გასულ 24 საათში ვნახეთ, არის რუსეთის სცენარის ნაწილი, შექმნას ცრუ პროვოკაცია. შემდეგ “მოუწევთ პასუხის გაცემა” და ამის შემდეგ ჩაიდენენ ახალ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ მზად ვართ დიპლომატიური ურთიერთობისთვის, თუმცა, ჩვენ უნდა ვიყოთ ინფორმირებული ისტორიიდან, მაგალითად, რაც მოხდა 2008 წელს საქართველოში. ჩვენ უნდა დავეყრდნოთ ფაქტებს და ფაქტია ის, რომ რუსეთს ძალები უკან არ გაჰყავს, ეს არ მომხდარა, ჩვენ პირიქით, დამატებით ძალებს ვხედავთ, ამიტომ ფხიზლად უნდა ვიყოთ.”
ამის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.