“ქურდი”, “მკვლელი”, “ფსიქოპატი” – როგორ ჩაიარა რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებმა?

საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის შედეგებიც წინასწარ ცნობილია, დასრულებულია. რუსეთის პრეზიდენტი კიდევ ერთი ვადით ვლადიმერ პუტინი გახდა. ტოტალური გაყალბების, მუქარისა და ძალადობის გარდა ეს არჩვენები დაამახსოვრდებათ იმითაც, რომ უპრეცენდენტოდ ბევრი ამომრჩეველი წავიდა რისკზე. რეჟიმის მმართველობით გაბრაზებული მოქალაქეები ბიულეტენებზე აწერდნენ სიტყვებს “ქურდი”, “მკვლელი”, “ფსიქოპატი”, ამით კი ასრულებდნენ ალექსეი ნავალნის ბოლო თხოვნას.

საქართველოში მცხოვრებ რუსებს არჩვენებში მონაწილეობა არ შეეძლოთ, რადგან ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია, ამიტომ რუსების ნაწილი მოქალაქეობრივი ვალის მოსახდელად ერევანში წავიდა, ნაწილი კი თბილისში დარჩა და პლაკატებით ხელში ქუჩაში იდგა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share