“წულუკიანმა ჩატეხა მორალური ფსკერი”- ხუხაშვილი

სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის მსურველი 51-ვე ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის წევრად რჩება – “ქართული ოცნების” უმრავლესობამ მათ უფლებამოსილება არ შეუწყვიტა.
პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე საკუთარ მოსარებას “ფეისბუქზე წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

 

“მიუხედავად პრობლემებისა, ყოველთვის მომხრე ვიყავი პარლამენტი შემდგარიყო, რადგან სახელმწიფოს, რომელიც თუნდაც ჩვენს სიმართლეზე მაღლა დგას, ასე ჭირდება.
სამწუხაროდ, დღეს დღის განმავლობაში ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა ყველაფერი იკადრა იმისთვის, რომ არა თუ ოპოზიციას, არამედ მეც კი ეჭვი შემპარვოდა იმაში, რომ რაიმე აზრი აქვს ამ პარლამენტის მუშაობას.
დღეს წულუკიანმა ჩატეხა რა მორალური ფსკერი, დაადასტურა, რომ მისი “აშენებული” მართლმსაჯულების სისტემაც იქვე გვერდზე ჰყავს და ახლა ეცდება კულტურა და განათლებაც ჩაიყოლოს.
აქ დგას და სხვაგვარად არ შეუძლია…”- წერს ხუხაშვილი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share