აგარაკი ბახმარო

აგარაკი ბახმარო
.
ბახმაროსთან დაკაშირებული ნებისმიერი საკითხი ყოველთვის უდიდეს ინტერესს იწვევდა გურიის მოსახლეობაში, გურულებს საზოგადოებრივ საწყისებზე გაყავდათ გზები, ქმნიდნენ საკუროტო ამხანაგობებს, ასევე ბახმარო ზაფხულობით იყო გურიის კულტურული ცენტრიც და საზოგადოება თავისი ძალებით აწყობდა კონცერტებსა და წარმოდგენებს. რაც მთავარია გურულები ძალღონეს არ იშურებდნენ ბახმაროს პოპულარიზაციისათვის და ამ მხრივ მე-19 საუკუნის ბოლოდან განუწყვეტლივ აქვეყნებდნენ სხვადასხვა პუბლიკაციებს, სწორედ ასეთი სახის ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული ექმ გ. ა. მჟავანძეს 1926 წელს, რომლიდანაც ამონარიდს და ფოტოებს ქვემოთ გთვაზობთ.
.
„თვით აგარაკი განისაზღვრება შემდეგნაირად: ჩრდილოეთით მდებარეობს მთა „ბახვის თავი“, რომლის სიმაღლე უდრის 2.198 მეტრს (1030 საჟენს). აღმოსავლეთით საზღვარი იწყება „განდრეკილის“ მთიდან, გაივლის მაღლობს, რომელიც რუქაზე ცნობილია სახელწოდებით „სიმაღლე 1.018 საჟენი“ (რაც მეტრებით გამოხატავს 2.172 მეტრს). ამის შემდეგ აგარაკი მიემართება „კონცხის“ მთისკენ, რომლის სიმაღლე უდრის 2.112 მეტრს (990 საჟ.). გადასჭრის მას შუაზე და მმიაღწევს სოფ. „ზორტიღელემდე“, სამხრეთით საზღვარი გაივლის „ფაფარას მთას“, რომლი სიმაღლე უდრის 2.605 მეტრს (1.221 საჟ.), გადაივლის „ფაფარას სერთ“ და მიაღწევს აგარაკის უმაღლეს მწვერვალამდე, რომელსაც „საყორნიას მთა“ ეწოდება. ამ უკანასკნელის სიმაღლე უდრის 2.752 მეტრს (1.290 საჟ.) დასავლეთით აგარაკის საზღვარი იწყება „საყორნიას მთის“ სიმაღლიდან, გაივლის „ბაისურას ღელეს“, შიგნით მოიტნევს „პატარა ბაისურას“ და მიაღწევს „პატარა ბახმარომდე“, რომელსაც სავსებით გარს შემოუვლის.
თვით ბახმაროს ცენტრალური ნაწილის სიმაღლე კი უდრის 2.027 მეტრს (950 საჟ.). ამრიგად ეს აგარაკი საქართველოს სხვა აგარაკ-კურორტებთან შედარებით – მეტი მაღალია. ის თვისი სიმაღლით გაცილებით უმაღლესია აგრეთვე სხვა მრავალ, მსოფლიოზე კარგად ცნობილევროპულ კურორტებზედაც. აი მაგალითად: აბასთუმანის სიმაღლე უდრის 1.260 მეტრს (600 საჟ.), აგ. ბაკურიანისა 1.663 მეტრს (774 საჟ.), აპატარა ცემის – 1.344 მეტრს (630 საჟ.), დიდი ცემის – 1.116 მეტრს (530 საჟ.), წაღვერის – 1.014 მეტრ. (480 საჟ.), ბორჯომის – 800 მეტრ. (365 საჟ.).
ევროპის კურორტებთან შედარებით: ცნობილი დავოსის (Davos) სიმაღლე უდრის 1560 მტ-ს, აროზას (Arosa) – 1720-1860 მტ., ლეზინის (Leysin) -1450 მტ., ლევანტესის (Les Avants) – 1000 მტ., კოს (Kaux) 1.100 მტ., სამადენის (Samaden) – 2000 მტ., წმინდა მორიცის (St. Moritz) – 1760 მტ., მენდელის (Mendel) – 1354 მტ., ბეათენბერჰის (Beathenberg) – 1148 მტ., ენჰელბერჰის (Engelberg) – 1019 მტ. და სხვა.“
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share