“მივმართავ იუსტიციის სამინისტროს, მომეცეს საშუალება, მოვინახულო სააკაშვილი” – ლუბინეცი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, მამუკა ახვლედიანი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, მანანა ანდღულაძე უკრაინის სახალხო დამცველს, დმიტრო ლუბინეცს შეხვდა.

ამასთან, უკრაინის სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტს მიმართავს და აცხადებს, რომ მას პრეზიდენტის მონახულება სურს.

დღეს მქონდა შეხვედრა უკრაინის მოქალაქის, ბატონ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატთან, ბატონ მამუკა ახვლედიანთან და სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთ წარმომადგენელთან, მანანა ანდღულაძესთან. გადმომცეს სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა, რომელშიც ნათქვამია მიხეილის გათავისუფლების და მისი უფლებების დაცვის შესახებ.

ჩემი და უკრაინის სახელით მინდა ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და სარგებლობს უკრაინის იურისდიქციითჩვენ ვალდებულები ვართ და რა თქმა უნდადავიცავთ მის უფლებებსმე არაერთხელ მივმართე და კვლავ მივმართავ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსრომ მომეცეს საშუალება, პირადად მოვინახულო მიხეილ სააკაშვილიაგრეთვე, მივმართავ საქართველოს პარლამენტსრომ მომეცეს საშუალებადავიცვა უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებებიჩემი მიზანია მოხდეს უკრაინის მოქალაქისმიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვააგრეთვე მისი სიცოცხლის დაცვა”, – ამბობს ლუბინეცი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share