“ოცნების” წევრი ბექა ოდიშარია ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიასთან და ქვეყანასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საქმეებში ჩართულია და საერთოდ არ არის საჭირო მისი საჯაროდ გამოჩენა. არადა, კითხვა ბიძინა ივანიშვილზე სწორედ იმიტომ დაისვა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეებში რომ არ არის ჩართული. ბექა ოდიშარია ამბობს, რომ ვის ხვდება და რატომ, ამის თქმის საჭიროება არ არსებობს, როგორც ჩანს, არც დეპუტატის პასუხისმგებლობა აქვს გააზრებული და არც იმ პირის, ვინც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეებზე რჩევებს გასცემს, ან გადაწყვეტილებას იღებს.
ყველა პროცესში ის, რომელიც დაკავშირებულია პარტიასთან და ქვეყნის წინსვლასთან, ის იღებს მონაწილეობას და ეხლა საჯაროდ, თუ თქვენთან არ ჩამოდგება პარლამენტში ამ ტრიბუნასთან, ბოდიში. რატომ უნდა გაგიზიაროთ, მე ვის ვხდები და რატომ ვხდები. სულ არ მივიჩნევს საჭიროდ, თქვენთან მქონდეს გულახდილი საუბრები. ვისაც საჭიროა, ყველას ვხდები”, – აცხადებს ბექა ოდიშარია