ფხალეული გურიაში

ფხალეული გურიაში
.
„ჩვენში მოჰყავდათ და ეხლაც მოჰყათ ბოსტნეული: ფხალეულობა – ლახანა თავშეხვეული, კეჟერა თავშეუხვეველი, ლახანა ხვიტიანი, ჭაკუნტელი (წითელი ფხალი), ჭყიმა ანუ ჭყანა (რომელიც ითესება მარიობისთვეშმი და დიდ მარხვაში მოდის საჭმელად), ჭიჭილაყა, მოლოქა, ჭარხალი, კამა, კლიავი.“
.
„ამას გარდა ჩვენში საჭმელად ხმარობენ ტყის ფხალს: სიქილონჯას, ირმის ბაწარას (ფშალას). მეჭეხას – (ღელი პირას ამოდის, მზადდება საჭმელად ნიგვზითა და ძმრით), ჯინჯარს, დედლის ქონას, წყლის ნიახურს, წყლის მდოგვს, ეკალას ანუ ძიგურას (ეკლის დუყი), ბურჩხალას, თაგვის ყურას, უკდავას (დანდური), სვინტრს, ხახიას, ჯინჯედუას, ნაცარ-ქათამას, თავშავას (გა– ზაფხულზე მოდის) ჩიტისთავას, ბურტყილა ფხალს (ფურცელი შკერის ფურცლის მსგავსი აქვს, მოლოქას ჰგავს), ქალშავა (ფურცელი აქეს ბუმბლიანი, მიწაზე გადაიშლება გაზაფხულზე).“
.
– მთხრ. ბაბუსი ზევარის ას. ანდღულაძე, 62 წლის (სოფ. ძიმითი).
– მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და წვრილი ხელოსნობის ისტორიისათვის შეკრებილია 1935 წელს სოლომონ ანდღულაძის მიერ
შეიძლება იყოს pasta გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share