ამ წუთებში პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირებაა. “მოქალაქეების” დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა “ოცნების” დეპუტატ, მამუკა მდინარაძეს, რომელიც რუსულ კანონს წარადგენს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ხელი გაარტყა.
შემდეგ დაპირისპირება სხვა დეპუტატებს შორის გაგრძელდა. პარლამენტის ლაივ სტრიმი გათიშულია.
“ბიჭო რუსეთში მიგვაქანებენ, აღარ არის აქ სხვა ამბავი, რუსეთში მიგვაქანებენ და არ უნდა შევიდეთ, ეს კანონი უნდა გავუკეთოთ ტრ**ში ამათ”, – თქვა გარეთ გამოსულმა ელისაშვილმა.
დეპუტატების ნაწილი კომიტეტის ოთახის შესასვლელთანაა.