“საზღვრების 100%-იანი დაცვა არავის აქვს, დიდ ქვეყნებსაც კი” – გომელაური

“100%-ით დაცული არცერთი ქვეყნის საზღვარი არ არის, ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია”, – ასე უპასუხა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას – დაარწმუნა თუ არა მან დეპუტატები ნდობის ჯგუფში, რომ ქვეყნის საზღვრები დაცულია.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რისი საშუალებაც აქვს საქართველოს… რა შესაძლებლობაც გვაქვს. საზღვრების 100%-იანი დაცვა არავის აქვს, დიდ ქვეყნებსაც კი.

მაგალითად, ავიღოთ მექსიკა-ამერიკის საზღვარი – ყოველთვის პრობლემაა. მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ საზღვარი იყოს უსაფრთხო. ჩვენი მეზობლები არიან აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი. ერთადერთი პრობლემა შეიძლება იყოს სხვა, რუსეთის მიმართულებით, დანარჩენებთან მაქსიმალურად ვაკონტროლებთ საზღვრებს“, – განაცხადა გომელაურმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share