რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მსოფლიოს სხვა ქვეყნები და მათ შორის საქართველო, სადაც იმპორტირებული ბენზინის და დიზელის 19%-ზე მეტი რუსეთზე მოდის, ჯერჯერობით უცნობია.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1 148 705 ტონა, რაც 42,7 ათასი ტონით ანუ 3,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1 105 995 ტონა) შედარებით და 52,7 ათასი ტონით ანუ 4,8%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1 096 018 ტონა) შედარებით.
ამასთან, გასული წლის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან – 244 601 ტონა, რაც მთელი იმპორტის 21,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი – 221 181 ტონა – 19,3%; აზერბაიჯანი – 215 872 ტონა – 18,8%; რუმინეთი – 204 638 ტონა – 17,8%; ბულგარეთი – 167 708 ტონა – 14,6%; საბერძნეთი – 37 223 ტონა – 3,2%, თურქეთი – 33 021 ტონა (2,9%), იტალია – 14 948 ტონა (1,3), ყაზახეთი – 2 824 ტონა (0,2%) და სხვ.
რაც შეეხება მთლიანად ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, 2021 წელს საქართველოში იმპორტმა შეადგინა 1 272 214 ტონა (822,573 მლნ დოლარი), სადაც რუსეთის წილი იყო 17,6%, კერძოდ, 2021 წელს საქართველომ რუსეთში 224 705 ტონა (134,615 მლნ დოლარი) ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეიძინა.
რაც შეეხება იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულს, ასე გამოიყურება:
- თურქმენეთი – 304 193 ტონა (191,810 მლნ დოლარი)
- აზერბაიჯანი – 228 491 ტონა (128,477 მლნ აშშ დოლარი)
- რუსეთი – 224 705 ტონა (134,615 მლნ აშშ დოლარი)
- რუმინეთი – 206 090 ტონა (133,792 მლნ აშშ დოლარი)
- ბულგარეთი – 167 814 ტონა (113,993 მლნ აშშ დოლარი)
bpn.ge