ლანჩხუთში 18 წლის გოგო საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს

სუიციდის ფაქტი ლანჩხუთში, 18 წლის მ. მამასახლისმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შემთხვევა გუშინ, სოფელ ნიგოითში მოხდა.

როგორც “გურიის მოამბეს” ამავე სოფლიდან ლანჩხუთის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ზაზა წულაძე ეუბნება, გოგონა ჩამომხრჩვალი საკუთარი ოჯახის წევრებმა იპოვეს.

ამ ეტაპზე უცნობია თვითმკვლელობის მიზეზი, თუმცა, როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ოჯახს სოციალური პრობლემები არ ჰქონია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share