ლუსტრაცია მოახდინონ, ეკლესია და მთავრობა გაწმინდონ “კგბშნიკებით” – მამა დანიელი

ამ მთავრობას უნდა მოვთხოვოთ ძველი “კგბშნიკების” გამოვლენა – ამ განცხადებას  მამა დანიელი აკეთებს.

მამა დანიელი პარლამენტთან აქციაზე იმყოფება და რუსული კანონის ხელმეორედ შემობრუნებას აპროტესტებს. მამა დანიელი რუსთაველზე წინა წელს მარტის აქციების დროსაც იყო.

”ამ მთავრობას უნდა მოვთხოვოთ იმ ძველი სტრუქტურების, ძველი “კგბშნიკების” გამოვლენა. ლუსტრაცია მოახდინონ და ამის შემდეგ ილაპარაკონ კანონზე. ეკლესია გაწმინდონ “კგბშნიკებით” და მერე მთავრობა გაწმინდონ “კგბშნიკებით”,- ამბობს მამა დანიელი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share