ეროვნული მუზეუმიდან 40-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს – ამის შესახებ გამოცემა “ნეტგაზეთი” პროფესიული კავშირის ინფორმაციაზე დაყრდობით ავრცელებს.
პროფკავშირის განცხადებით, თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ ბრძანებები გაიცა რეორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და შერჩევის მიზნით შექმნილი კომისიის ოქმის შესაბამისად:
„ამ ეტაპზე გათავისუფლებულ იქნა ეროვნული მუზეუმის 40-მდე თანამშრომელი – მაღალი დონის პროფესიონალების გუნდი. ასევე, მათ სიაში შედის საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე- ნიკოლოზ წიქარიძე და კავშირის სხვა წევრები. გათავისუფლებულ თანამშრომელთა სიაში არიან ის მეცნიერები, რომლებიც მონაწილეობენ უმნიშვნელოვანეს პროექტებში…პროფესიული კავშირი მოითხოვს, მუზეუმის ხელმძღვანელობის მხრიდან პროცესის შეჩერებას და გადაწყვეტილებების გადახედვას. ასევე, პროფკავშირების აქტიურ ჩართვას პროცესში”,- ამბობენ პროფესიულ კავშირში.
როგორც ცნობილია, დღეს თეა წულუკიანმა ხელოვნების მუზეუმიდან იულონ და დათა გაგოშიძეები გაათავისუფლა.