საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი რუსული კანონის წინააღმეგ მიმდინარე ფართომასშტაბიან აქციას X-ზე ეხმიანება.
“ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს 83 დეპუტატი”- დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.
”რუსული კანონის წინააღმდეგ ღირსეული პროტესტის მესამე ღამე! ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი 83 დეპუტატი, რომლებმაც ხმა ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცეს. ხალხი ყოველთვის იმარჯვებს!” – წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე.