ცოტა ხნის წინ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს უცნობი მამაკაცი დაუპირისპირდა. ის ახალგაზრდებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა და მათ პროვოკატორებად მოიხსენიებდა. ვინ იყო ადამიანი, ვინც ახალგაზრდების პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდა, ჯერჯერობით უცნობია.
ამ დროისათვის ახალგაზრდებმა ვითარების განმუხტვა შეძლეს და მსვლელობა გააგრძელეს.