ცაზე “ვარდისფერი” სავსე მთვარე გამოჩნდება. როგორც Daily mail იტყობინება, ინფორმაცია NASA-მ დააანონსა. ვარდისფერი მთვარე ოფიციალურად პიკს მიაღწევს ოთხშაბათს, 00:49 საათზე და მისი დანახვა სამი დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
- მიუხედავად მისი მეტსახელისა, მთვარეს ვარდისფერი შეფერილობა ნამდვილად არ ექნება. სინამდვილეში, აპრილში სავსე მთვარის ფერი საკმაოდ ნორმალური იქნება. სახელი “ვარდისფერი მთვარე” ინდიელებთანაა დაკავშირებული – ეს სახელი ფლოქსის ყვავილს უკავშირდება, რომელიც მხოლოდ აპრილში ყვავის.
ასევე არსებობს მოსაზრება, რომ მას ასე უწოდებენ ამ დროს იაპონიაში ალუბლის ყვავილობის გამო. აპრილის მთვარის სხვა სახელებია: “ბალახის გაჩენილი მთვარე“, “კვერცხის მთვარე“ და “თევზის მთვარე“, ებრაელები კი მას “პასექის მთვარეს” უწოდებენ.
ბუდისტებისთვის, განსაკუთრებით შრი-ლანკაში, ეს ეროვნული დღესასწაულია – სავსე მთვარე აღნიშნავს ბაკ პოიას, დღეს, როდესაც ბუდა ეწვია შრი-ლანკას და თავიდან აიცილა ომი.