უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა 3 წლამდე გაუხანგრძლივდათ – დადგენილება

უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში ყოფნა 3 წლის ვადით უვიზოდ შეუძლიათ – ამის შესახებ დადგენილება „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნდა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ დადგენილებაში წერია, რომ გადაწყვეტილება 2024 წლის 24 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე გავრცელდება.

„უკრაინის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 3 წლის ვადით ყოფნის უფლება“, – წერია დადგენილებაში.

alia.ge

ცნობისთვის, 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილების მიხედვით, ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ერთი წლით დარჩენა შეუძლიათ ვრცელია და 94 ქვეყანას მოიცავს. მათ შორისაა რუსეთის ფედერაციაც.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share