საქართველოში, ქალაქ ოზურგეთში მიწისძვრა დღეს კვლავ განმეორდა.
ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
დღეს, საქართველოს დროით 12:07 საათზე, სოფელ გომთან მოხდა 4.6 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.