თათია ნიკოლაშვილი -“დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩემთვის ახლა სხვა საკითხებია პრიორიტეტული. რაინული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა ჩემი სურვილი არასდროს ყოფილა და ცხადია, არც ახლა ვარ დაინტერესებული, თუმცა როცა რაიონულ ორგანიზაციაში არჩევნები ჩატარდება მექნება ჩემი პოზიცია და ამას საჯაროდ დავაფიქსირებ”
სულ რამდენიმე დღეა მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, შიდა ელექტრონული არჩევნების გზით, ახალი თავმჯდომარე აირჩია, ლევან ხაბეიშვილი, არჩევიდან მალევე პარტია აქტიურ ქმედებებზე გადავიდა და ქვეყნისმასშტაბით, ძირითადად რეგიონებში, მრავალი აქცია დააორგანიზა და გამართა – პატიმრობაში მყოფი, ჯანმრთელობის მხრივ მძიმე მდგომარეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებისა და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით.
შემაჯამებელი აქცია, ქვეყნის ფაქტიური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის შეკვეთილის რეზიდენციის წინ, გუშინ გაიმართა, რომელშიც ასეულობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ფაქტიურად ახლახანს დასრულდა, ახალარჩეულ თავმჯდომარეს, ოპონენტები არ აკლია, გასაკვირია, რომ მას ყველაზე ,ეტად თავად მთავარი ოპოზიციური პარტიის მომხრეები-ამ პარტიის ყოფილი სახეები-აკრიტიკებენ ყველაზე მკვეთრად, საინტერესოა ამ მხრივ რა ხდება ოზურგეთში.
რედაქცია პარტიიდან ოზურგეთის საკრებულოს წევრს, შიდაპარტიული წინასაარჩევნო პერიოდში ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერს, თათია ნიკოლაშვილს ესაუბრა:
“გურიის მოამბე” – გამარჯობათ ქალბატონო თათია, პირველ რიგში გილოცავთ არჩევების შედეგებს…
თათია ნიკოლაშვილი – მოგესალმებით. დიდი მადლობა.
“გურიის მოამბე” – თქვენ ითხოვდით ცვლილებებს და ბატონი ლევან ხაბეიშვილის არჩევით პარტიის უმრავლესობამ ამას მხარი დაუჭირა
თათია ნიკოლაშვილი – დიახ, ჩვენმა პარტიამ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ აჩვენა უდიდესი პოლიტიკური კლასი და კულტურა, მაღალი დემოკრატიული სტანდარტი ამ შიდა არჩევნების ჩატარებით.
50 000 მდე ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, იყო ძალიან დიდი ჩართულობა ადამიანების მხრიდან, რაც სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი მოთხოვნა არჩევნების საჭიროებასთან დაკავშირებით თანხვედრაში გახლდათ ხალხის მოთხოვნასთან, რომ ადამიანებს სურდათ სიახლე, ცვლილებები, იყო უდიდესი ინტერესი მთელი ქვეყნის მასშტაბით და საბოლოოდ დადგა ძალიან ლოგიკური შედეგი, ამომრჩეველთა სრულმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა განახლებულ, მოძრავ, მებრძოლ ნაციონალურ მოძრაობას, ლევან ხებეიშვილს და მის გუნდს.
“გურიის მოამბე” – რა იქნება შემდეგ, ვიცით რომ რაიონული ორგანიზაციები არჩევებისათვის ემზადებიან უახლოეს დღეებში თავმჯდომარეები უნდა აირჩიოთ… გიხილავთ თუ არა პარტიის მმართველ ორგანოში – პოლიტიკურ საბჭოში?
თათია ნიკოლაშვილი – ახლა ჩემი მთავარი საფიქრალი და საზრუნავი არის ოზურგეთი და ოზურგეთელების ინტერესები. მაქვს პასუხისმგებლობა ოზურგეთელებთან და პირველ რიგში პრიორიტეტული მათი ინტერესების დაცვაა … ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისთან მაქვს კონსულტაციებია და სხვადასხვა პოზიციაზე განიხილება ჩემი კანდიდატურა – შესაბამისად ვიქნები იქ, სადაც დაჭირდება გუნდს და ჩვენს ამომრჩეველს პოლიტიკურ საბჭოში ჩემს წარმომადგენლობაზე ბევრს ვერაფერს გეტყვით … .
“გურიის მოამბე” – თათია რას ფიქრობთ საკრებულოსთან მიმართებაში, უმრავლესობის წარმომადგენლების დესტრუქციული ქმედებების გამო, ფაქტიურად იქ მუშაობა შეუძლებელია.. რას აპირებთ? ამ მიმართებითაც ვიცი რომ პარტია სერიოზული ნაბიჯისგადადგმას აპირებს როგორია შენი პოზიცია
თათია ნიკოლაშვილი – რაც შეეხება საკრებულოებთან დაკავშირებით, თუ საქმე მიშას ჯანმრთელობას და თავისუფლებას ეხება, არავის არანაირი მანდატი არ უღირს არაფრად, თუმცა კონსულტაციების გავლა უმნიშვნელოვანესია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რადგან ჩვენი ყოველი მოქმედება უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული და არ უნდა დავუშვათ , რომ ის უდიდესი ბერკეტი, რაც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ზეწოლის სახით ამ რუსულ მთავრობაზე არ უნდა დავკარგოთ.