“9 აპრილს დაღუპულთა გმირებს” – გური ბაჯელიძე მერიიდან

დღეს “გურიის მოამბეს” რედაქციას, ზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მცხოვრები, 86 წლის გური ბაჯელიძე ესტუმრა.

როგორც ბატონმა გურიმ გვითხრა, 1989 წლის 9 აპრილს, როცა თბილისში საზარელი ტრაგედია დატრიალდა, საქართველოს რკინიგზის თანამშრომელი იყო, თბომავლის მემანქანე იყო.

მისივე თქმით, იმდენად მძიმე იყო ეს ტრაგდია მაშინდელი საზოგადოებისათვის, რომ მთელი ერი საპროტესტო აქციებმა მოიხვა:

“დავწერე ლექსი, რომელიც მივუძღვენი 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას, მაშინ კომუნისტური პარტია იყო და არ დამიბეჭდეს, აგერ ორი კვირის წინ რაღაცას სახლში ვეძებდი და ეს ლექსი ვიპოვე, რა თქმა უნდა დიდი შემოქმედებაა არაა, მაგრამ დიდი მადლობელი ვიქნები თუ დაბეჭდავთ, თუ არა და წავალ მე ჩემს გზაზე, 35 წელია არ დაბეჭდილა და იმედია თქვენი უარის გამო არაფერი არ დამემართება” – გვითხრა ბატონმა გურიმ.

რედაქცია უსრულებს ტხოვნას გური ბაჯელიძეს და ვბეჭდავტ მის ლექსს

“9 აპრილს დაღუპულთა გმირებს”

 

“საქართველოს ოდითგანვე

უამრავი ჰყავდა მტერი

შინაური გარეული

ზოგიც, ახლო მეზობელი

 

ყველა დაპყრობას ცდილობდა

სპარსი, მონღოლი, თათარი

ქართველ რაინდებს ბრძოლაში

ფარავდა ღმერთი მარალი.

 

როცა “მშვიდობა” დამყარდა

გული საგულეს გვგონია

მტერს გარეთ რას დაეძებ

მტერი ოჯახში გვყოლია

 

“დემოკრატიით”, “გარდაქმნით”

ხლხმა გულით გაიხარა

თავისუფლების მაგივრად

ქართველმა სისხლი ღვარა

 

9 აპრილის ტრაგედია

ჩვენი გულები დასერა

ქართული წესი-ადათი

ჯალათმა ფეხ-1ვეშ გათელა

 

გლოვის ზარებმა დარეკა

გვაცნობა ცუდი ამბავი

ხელკეტებით და ნიჩბებით

ხალხი დახოცეს მარტალი.

 

საწამლავიც გამოიყენეს

ავ საქმეს არ მოერიდნენ

ასეთი უმსგავსოებით

მსოფლიოც კი გააკვირვეს

 

მსხდომარე ხალხს დაერივნენ,

სისხლისმსმელი ნადირები

არ დაინდეს მოშიმშილე

არც ბავშვები არც დიდები.

 

სამშობლოსთვის დაღუპულნი

მარად ჩვენს გულში რჩებიან

გმირები იღუპებიან

გმირები კია არ კვდებიან!

 

მე ამას ვთხოვ ყველა ქართველს

სანამ მკერდში გვიძგერს გული

პატივი ვცეთ და გვახსოვდეს

სამშობლოსთვის დაღუპულნი!

 

გური ბაჯელიძე; 1989 წლის 9 აპრილი;

 

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share