“ვფიქრობ საზოგადოება ახლაც იგივე პრობლემის წინაშე დგას” – ქეთევან თოიძე – 9 აპრილს დაღუპული ნინო თოიძის და

“სამწუხაროა, ვფიქრობ, რომ საზოგადოება ახლაც იგივე პრობლემის წინაშე ვდგვართ, როგორც ეს იყო შორეულ 1989 წელს, მიჭირს ძალიან ამ დღეების გახსენება. რაც დრო გადის ეს ტკივილი არ ნელდება. ღმერთმა ქნას რომ ის იდეა რომელსაც ჩემი და შეეწირა და რასაც საქართველოს დამოუკიდებლობა ჰქვია საბოლოოდ გაიმარჯვებს”

გვითხრა, 1089 წლის 9 აპრილს დაღუპული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურელი გოგონას, ნინო თოიძის დამ, ქეთევან თოიძემ, დღეს, ნინო თოიძის საფლავთან.

9 აპრილის ტრაგედია — 1989 წლის 9 აპრილსთბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალისმიერ დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

საპროტესტო გამოსვლები

ანტისაბჭოთა მოძრაობა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაში 1988 წლის ნოემბრისთვის გააქტიურდა, როდესაც სსრკ-ში დღის წესრიგში დადგა მოკავშირე რესპუბლიკებისათვის თვითგამორკვევისა და აქედან გამომდინარე სუვერენიტეტის ხელყოფის საკითხი. იმ დროს დემონსტრაციებმა ბალტიისპირეთის რესპუბლიკები მოიცვა, გამონაკლისი არც საქართველო იყო. 5-29 ნოემბერს თბილისში გაფიცვებსა და მიტინგებს აწყობდნენ ანტისაბჭოთა ორგანიზაციები.

1989 წლის 18 მარტს აფხაზეთში ჩატარდა 30 ათას კაციანი ლიხნის კრება, რომელზეც ხელი მოეწერა ე. წ. ლიხნის მიმართვას. დეკლარაციის მთავარი მესიჯი იყო აფხაზეთის ასსრ-ის საქართველოსგან გამოყოფა და მისთვის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა. სეპარატისტულ დოკუმენტს ერთ-ერთი პირველი ავტონომიური რესპუბლიკის კომპარტიის პირველი მდივანი ბ. ადლეიბა აწერდა ხელს.

24 მარტს ლიხნის მიმართვა ერთროულად გამოქვეყნდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში, მათ შორის „სოვეტსკაია აბხაზიაში“. სწორედ ამ დღიდან იწყება საპროტესტო გამოსვლები ჯერ აფხაზეთის სხვადასხვა ქალაქში, ხოლო შემდეგ — თბილისში.

25 მარტი

სოხუმში ლიხნის მიმართვის საპირწონედ ქართულმა პატრიოტულმა ძალებმა მოაწყვეს მრავალათასიანი მიტინგი, რითაც უჩვენეს აფხაზ სეპარატისტებს ერთობის ძალა. ეს მიტინგი, ქართველ პატრიოტთა მიერ, უშუალოდ მერაბ კოსტავას ინიციატივით დაიგეგმა. მასში აქტიურად მონაწილეობდნენ: ზურაბ ჭავჭავაძეთამარ ჩხეიძეჯუმბერ კოპალიანივოვა ვეკუასოსო ადამია და ა.შ.

გალში ჩატარდა 12 ათასიანი მიტინგი

თბილისში ვაკის პარკში გაიმართა დიდი მიტინგი, რომელიც გაიმართა აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით. მიტინგს დაესწრო 20 ათასამდე ადამიანი. მომიტინგეები ითხოვდნენ აფხაზეთის ისტორიის პირუთვნელი და ობიექტური გაშუქება, ხოლო რესპუბლიკის ხელმძღვანელობას მოსთხოვეს მკაცრი ღონისძიებების გატარება აფხაზი სეპარატისტების ქმედებების აღსაკვეთად. ღონისძიების დამთავრების შემდეგ მონაწილეთა დიდი უმრავლესობა დაიძრა ჭავჭავაძის გამზირით მთავრობის სასახლისაკენ, სადაც კვლავ გაიმართა მიტინგი (ამჯერად ლიტვისადმის სოლიდარობის გამოსახატავად)

26 მარტი

თბილისში ისევე როგოც მთელ კავშირში მიმდინარეობდა სსრ კავშირის XII მოწვევის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. არჩევნების დროს საქართველოს ცენტრალური მთავრობა მიტინგის ორგანიზატორებს დაჟინებით თხოვდა დემონსტრაციებისაგან თავის შეკავებას.

27 მარტი

თბილისში საქართველოს კომპარტიის ცეკას ბიურომ სპეციალური სხდომა მიუძღვნა აფხაზეთში მომხდარი ამბების განხილვას. თუმცა უკვე ცნობილი იყო, რომ ლიხნის მიმართვას ხელი მოაწერეს აფხაზმა ოფიციალურმა ხელმძღვანელებმაც, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბიუროს წევრებმა ჯერ-ჯერობით მაინც ვერ გაბედეს მათ მიმართორგანიზაციული სადამსჯელო ზომების გატარება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გამართულ მიტინგზე ირაკლი წერეთელმა გამოაცხადა თავისი პარტიის (სედპ) შექმნა. წაიკითხა შესაბამისი პროგრამა და წესდება, რომელშიც მთავარ მიზნად ცხადდებოდა „საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამხობა, საქართველოს გამოსვლა სსრ კავშირის შემადგენლობიდან, კომპარტიის დათხოვნა და საქართველოს ტერიტორიაზე გაეროს ჯარების შემოყვანა“.

28 მარტი

გაგრაში გაიმართა საპროტესტო გამოსვლები, რომელიც გადაიზარდა ერთაშორის ნიადაგზე მომხდარ შეტაკებად.

29 მარტი

თბილისში საქართველოს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე ოპოზიციის გულის მოსაგებად პრეზიდიუმის თავჯდომარის პოსტიდან გაანთავისუფლეს საზოგადოების თვალში სახელგატეხილი პავლე გილაშვილი, რომელიც შეცვალა ოთარ ჩერქეზიამ. სესიაზე ასევე ისაუბრეს და განიხილეს აფხაზეთის საკითხიც. სიტყვით გამოსული იყო ჯ. პატიაშვილი.

30 მარტი

სოხუმში ჩავიდნენ ჯ. პატიაშვილი, გ. ანჩაბაძე, ბ. ნიკოლსკი, ნ. ფოფხაძე და ო. ჩერქეზია.

31 მარტი

სოხუმში თბილისიდან საქართველოს შს მინისტრის შ. გორგოძეს ორგანიზებით გადაყვანილ იქნა თბილისის მილიციის 200 კაციანი ბატალიონი და თბილისის სასწავლო პოლკი — 400 კაცის ოდენობით.

1 აპრილი

დაბა ლესელიძეში „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ აქტივისტებმა ლიხნის კრების საპროტესტოდ ჩაატარეს ანტიიმპერიალისტური მიტინგი, რომლის მონაწილეთა ერთი ჯგუფი — მგზავრებით დატვირთული ორი სამგზავრო ავტობუსი დარბეულ იქნა აფხაზთა ეგზალტირებული მასის მიერ ბზიფსა და ახალ ათონთან, იყვნენ დაჭრილებიც — დაშავდა 10 ადამიანი. პროტესტის ნიშნად სოხუმის ქართველი სტუდენტობა მომხდარის გამო 3 აპრილის ლექციებზე არ გამოცხადდა

სოხუმში ჩაფრინდა ჯ. პატიაშვილი, რომელიც შეხვდა აფხაზ ინტელიგენციას, სტუდენტებსა და უხუცესებს. საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ მოლაპარაკებების გზით შესძლო სოხუმში ვითარების სტაბილიზაცია. დასასრულ აფხაზეთში დატოვა საქართველოს შსს მინისტრი შოთა გორგოძე და ქართული მილიციის თითქმის მთელი შემადგენლობა, ხოლო ხელმძღვანელობა დაბრუნდა უკან თბილისში.

თბილისში დაბრუნებულ პატიაშვილს შეატყობინეს, რომ ცენტრალური კომიტეტიდან სიტუაციის უკეთ შესასწავლად ხუთკაციანი ჯგუფი გამოემზავრა, ამის პარალელურად ტელეფონით გრამოვმა დარეკა და ზამთრის ოლიმპიადასთან დაკავშირებით, საქართველოში ჩამოსვლა და ბაკურიანის მონახულება მოითხოვა.

2 აპრილი

სოხუმში გაიმართა ქართული მოსახლეობის მიტინგები და მანიფესტაციები, რამაც შექმნა სიტუაციის უკიდურესად ესკალაციისა და გარკვეულწილად მისი უმართაობის საფრთხე. ამ ვითარებაში საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ მიზანშეწონილად მიიჩნია საპროტესტო აქციების აფხაზეთიდან დედაქალაქში გადატანა. ასე დაიწყო თბილისის 1989 წლის 4-9 აპრილის აქცია. იგი აფხაზეთის კრიზისზე სრულიად ბუნებრივი და კანონზომიერი რეაქციის დაფიქსირებით დაიწყო, მალე გადაიზარდა საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და დეოკუპაციის მოთხოვნის მქონე საპროტესტო მოძრაობად.

3 აპრილი

თბილისში ცენტრალურ კომიტეტში გაიმართა თათბირი რესპუბლიკის იდეოლოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი დაწესებულებებისა და უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელთა და პარტორგანიზაციების მდივანთა მონაწილეობით. განიხილეს აფხაზეთში მომხდარი უკანასკნელი ამბების შესაბამისად იდეურ-აღმზრდელობითი მუშაობის გაძლიერების საკითხები. თათბირზე სიტყვით გამოვიდა ჯ. პატიაშვილი 22:00 საათზე ცკ-ს შენობაში გაიმართა შეხვედრა ჯ. პატიაშვილსა, ზ. გამსახურდიასა, მ. კოსტავასა და ნ. ჭავჭავაძეს შორის. შეხვედრისას ჯ. პატიაშვილმა პირობა დადო, რომ მშვიდობიანად მოაგვარებდა აფხაზეთში არსებულ პრობლემას, მანამდე კი მომიტინგეებს უნდა შეეწყვიტათ შიმშილობა. შეხვედრა თანხმობით დასრულდა

4 აპრილი

თბილისში 15:00 საათზე სამედიცინო ინსტიტუტის ტერიტორიაზე, ამავე სასწავლებლის „პრესკლუბის“ ორგანიზებით გაიმართა სტუდენტი ახალგაზრდობის ორი ათას კაციანი მიტინგი. მიტინგზე სიტყვით გამოვიდა ზ. გამსახურდია, რომელმაც „აფხაზეთის საკითხთან“ დაკავშირებით მოუწოდა დამსწრეებს, რომ ხელი შეეწყოთ რესპუბლიკაში მასობრივი გაფიცვებისა და მანიფესტაციების გამართვისათვის. ზ. ჭავჭავაძე, რომელიც ასევე სიტყვით გამოვიდა მომიტინგეებს მოუწოდა დაძრულიყვნენ მთავრობის სასახლისაკენ. წინადადებას ყველამ დაუჭირა მხარი და ისინი ვარაზისხევის გავლით დაიძრნენ მთავრობის სასახლისკენ

ამავე დღეს, საღამოს 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შედგა კიდევ ერთი მიტინგი, რომელმაც მიიღო რეზოლუცია აფხაზეთის ასსრ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს სსრ მთავრობისადმი ეროვნული დაუმორჩილებლობის, საქართველოს დროებითი მთავრობის შექმნის, საქართველოში ავტონომიურ ფორმირებათა გაუქმების შესახებ. მიტინგზე მონაწილეობდნენ: ა. ბაქრაძე, მ. მაჭავარიანი, რ. ჩხეიძე, გ. ფანჯიკიძე, მ. ლორთქიფანიძე, ჯ. ჩარკვიანი და ლ. ალექსიძე. დასასრულ მუხრან მაჭავარიანს საქართველოს სამფეროვანი დროშა საზეიმოდ გადასცეს.

იმ დღეებში იმართებოდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, სადაც თბილისის „დინამო“ ხარკოვის „მეტალისტს“ მასპინძლობდა](დასაწყისი 19:00 საათზე). მატჩის დასრულების შემდეგ ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა გულშემატკივრებს მიმართეს, შეერთებოდნენ აქციას და სტადიონიდან 15 ათასი ადამიანი რუსთაველისკენ დაიძრა. მუხრან მაჭავარიანი საქართველოს სამფეროვანი დროშით ხელში შეუერთდა კიდეც სტადიონიდან წამოსულ ფეხბურთის გულშემატკივრებს.

დღის ბოლოს, მთავრობის სასახლის წინ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ორგანიზებით დაახლოებით 10 ათას კაციანი მიტინგი შედგა. იგი დამთავრდა მეორე დილის 5 საათისათვის, როცა ახალგაზრდობის ერთმა ჯგუფმა შიმშილობა გამოაცხადა.

აქციების დაწყებიდან თბილისში მოსკოვიდან ალფას დანიშნულების 100 კაციანი რაზმი გადმოისროლეს. იგეგმებოდა აცქიის დაშლა. საქართველოს მთავრობასა და სამხედროებს შორის იყო შეთანხმება იმაზე, რომ აქცია მართალია ტრამვებით, მაგრამ უსისხლოდ დაიშლებოდა.

5 აპრილი

სოხუმში ჩატარდა პარტიულ-სამეურნეო აქტივის თათბირი, რმელზედაც გადაწყდა „მტკიცე“ ორგანიზაციული ღონისძიებებისა და იდეოლოგიურ-განმარტებითი მუშაობის გაძლიერებით აღედგინათ ჯანსაღი ურთიერთობანი ქართველებსა და აფხაზებს შორის

თბილისში მიტინგი მთავრობის სასახლის წინ მიჰყავდა „ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას“. მომიტინგეთა რიცხოვნობაც შედარებით მცირე იყო — რამდენიმე ათასი.

6 აპრილი

სოხუმში თბილისიდან დილით ჩაფრინდა ჯ. პატიაშვილი, სადაც მოწვეულ იქნა აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პლენუმი. ბიუროს სხდომაზე დაისვა ბ. ადლეიბას თანამდებობიდან გადაყენების საკითხი და მის მაგივრად რეკომენდაცია ვ. ხიშბას გაეწია. ადლეიბას გარდა მისი ბედი გაიზიარა რამდენიმე პარტიულმა და პასუხისმგებელმა მუშაკმაც

თბილისში საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია, როდესაც ათობით ათასი ქართველი შეუერთდა მომიტინგეებს. მათ შორის იყვნენ ლიდერები მერაბ კოსტავაზვიად გამსახურდიაგიორგი ჭანტურიაირაკლი ბათიაშვილიირაკლი წერეთელი და სხვები. ამ დღეს მიტინზე აფხაზეთის პრობლემატიკამ მეორე რიგში გადაინაცვლა და მიიღო როგორც 1988 წლის ნოემბრის ანტისაბჭოთა გამოსვლების გაგრძელების ხასიათი. ორატორების გამოსვლებში ძირითადი ყურადღება ეთმობოდა პრაქტიკული ზომების მიღებას იმისათვის, რომ საქართველოს სსრ გამოსულიყო სსრ კავშირის შემადგენლობიდან. მიტინგმა ნელნელა მიიღო ანტისაბჭოთა ხასიათი. ეს გამოიხატა მთავრობის სახლის ფასადზე გაკრული ლოზუნგებით, რომლებიც მოუწოდებდნენ კომუნისტური რეჟიმის დამხობას და სხვა. არაფორმალური გაერთიანების წარმომადგენლები დადიოდნენ საწარმოებში და ანტისაბჭოთა პროპაგანდით ხალხის გადმობირებას ცდილობდნენ. მაგალითად იყვენნ სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ელვასა“ და დიმიტროვის სახელობის საავიაციო-საწარმოო გაერთიანების შრომით კოლექტივებში და შეძლეს მშრომელთა ნაწილის დაყოლიება. მიტინგზე გამოცხადდა რომ დაწყებული შიმშლობა გაგრძელდებოდა 14 აპრილამდე.

დაახლოებით 20:00 საათზე მიტინგის მონაწილეთა ორიათასიანი ჯგუფი მივიდა საქართველოს ტელევიზიასა და რადიოს სახელმწიფო კომიტეტის შენობასთან. წამოყებული იქნა მოთხოვნა მთავრობის სახლთან გამართული მიტინგის პირდაპირი ტრანსლიაციის შესახებ

6 აპრილიდან თბილისში იმყოფებოდა სსრკ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალი კონსტანტინ კოჩეტოვი.

7 აპრილი

თბილისში გამთენიისას ჯ. პატიაშვილი, შ. გორგოძე და ს. გოგიბერიძე სოხუმიდან ჩამოფრინდნენ, რომელთაც აეროპორტში ცკ-ს მეორე მდივანი ნიკოლსკი დახვდათ. მან პატიაშვილს მოახსენა, რომ 12 საათზე დაგეგმილი იყო პარტიული აქტივის კრება. შემუშავებული იყო გეგმა, რომელშიც გაწერილი იყო რა ქმედითი ღონისძიებები უნდა გატარებულიყო ვითარების სტაბილიზაციისათვის.

მოსკოვში სკკპ ცკ-ში, თათბირის დამთავრებისთანავე სსრკ თავდაცვის მინისტრმა, არმიის გენერალმა დ. იაზოვმა ზეპირი განკარგულება მისცა გენერლებს – კ. კოჩეტოვსა და ი. როდიონოვს, ჩასულიყვნენ თბილისში და ემოქმედათ ვითარების შესაბამისად, საკუთარი გადაწყვეტილებებით. 11:30 პატიაშვილს მოსკოვიდან დაუკავშირდა სსრკ-ის თავდაცვის მინისტრი იაზოვი, რომელმაც მოახსენა, რომ 15 წუთში მოვიდოდა მისი პირველი მოადგილე კოჩეტოვი. მალე პატიაშვილის კაბინეტში საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე კონსტანტინე კოჩეტოვი და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი გენერალ-პოლკოვნიკი იგორ როდიონოვი გამოცხადდნენ. პატიაშვილმა მიმართა ორივე გენერალს, რომ ყარაბაღიდან დაებრუნებინათ საქართველოს შსს-ს ე. წ. მერვე პოლკი, რადგან თბილისი რამდენიმე ასეული მილიციელის ანაბარა იყო დარჩენილი (ქართული მილიციის დიდი ნაწილი აფხაზეთში იყო დატოვეული ლიხნის და ბზიფის მოვლენების შემდეგ). პატიაშვილს აუცილებლად მიაჩნდა, რომ სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში თბილისში წესრიგი დაემყარებინა ქართულ მილიციას. აღნიშნულის თაობაზე მან ოფიციალურად მიმართა საკავშირო შსს-ს.

პარტაქტივის კრება დილის 12:00 საათზე დაიწყო. კრებას ოთხასამდე პარტიული მუშაკი, ინტელიგენციისა და საზოგადოების წარმომადგენელი ესწრებოდა, ასევე კოჩეტოვი და როდიონოვი, რადგანაც კოჩეტოვი იყო ამიერკავკასიის ჯარების ყოფილი სარდალი და საქართველოს ცეკას წევრი, ხოლო როდიონოვი — ამიერკავკასიის ჯარების მოქმედი სარდალი და ბიურო სწევრი. ყველა თანხმდებოდა მთავარზე, რომ მიტინგი უნდა დაშლილიყო მოლაპარაკებების გზით მშვიდობიანად, ყველანაირი დარბევისა და სისიხლისღვრის გარეშე

16:50 საათზე გენერალური შტაბის უფროსმა, არმიის გენერალმა მ. მოისეევმა თავდაცვის მინისტრის სახელით გასცა დირექტივა თბილისის რაიონში საპარაშუტო-სადესანტო პოლკის გაგზავნის შესახებ, უმნიშვნელოვანესი ობიექტებისა და ორგანიზაციების დასაცავად და დედაქალაქის შესასვლელ-გასასვლელი ძირითადი გზების გასაკონტროლებლად. ერთდროულად სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს თბილისის გარნიზონის სამი საჯარისო ნაწილი.

სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ი. შილოვის ბრძანებით, თბილისში ასევე გაიგზავნა შინაგანი ჯარის ქვედანაყოფები და მილიციის სპეციალური ქვედანაყოფები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან, საერთო რაოდენობით 2 ათასზე მეტი ადამიანი. იმავე დღეს, საღამოს, გენერლები – კ. კოჩეტოვი და ი. როდიონოვი თბილისში შეხვდნენ საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველ და მეორე მდივნებს – ჯ. პატიაშვილსა და ბ. ნიკოლსკის. ამ შეხვედრაზე საქართველოს პარტიული ხელმძღვანელები კვლავ დაბეჯითებით მოითხოვდნენ კომენდანტის საათის შემოღებას, რაზეც კოჩეტოვმა და როდიონოვმა უარი განაცხადეს, ჯარისკაცთა არასაკმარისი რაოდენობის გამო.

იმავე საღამოს თავდაცვის საბჭოს სხდომაზე გენერალმა კოჩეტოვმა კატეგორიულად მოითხოვა აქციის დაშლა. მისი თქმით „თუ 8 აპრილს აქციის დაშლა არ მოხდებოდა, მოსალოდნელი იყო ვითარების კონტროლიდან გამოსვლა და დიდი სისხლისღვრა“, ასევე „მომიტინგეების რიცხვი ღამით მცირდება და დარბევაც ღამით უნდა დავიწყოთო“

საღამოს კინოს სახლში, სადაც საქართველოს სახალხო ფრონტის აქტივისტებთან ერთად ფართო საზოგადოებრიობა მონაწილეობდა, მიდიოდა მსჯელობა თუ როგორ გამოსულიყო საზოგადოება აღნიშნული ვითარებიდან. რ. ჩხეიძემ წამოაყენა წინადადება უმაღლეს ხელისუფალთა და მიტინგის თავკაცების შეხვედრისა (საშუამავლო ჯგუფში შედიოდნენ: ნ. ჭავჭავაძე, ა. ჯავახიშვილი, ჯ. ჩარკვიანი, მ. კოკოჩაშვილი და ე. გოგუაძე), მაგრამ უკნასკნელებმა არ ისურვეს შეხვედრაში მონაწილეობის მიღება. თავყრილობა კინოს სახლში 20:00-ზე დასრულდა

მთავრობის სახლთან გამართულ მიტინგზე ამ დღეს საშუალოდ 10-20 ათასი კაცი იმყოფებოდა. მასში მონაწილეობდნენ ქალაქის საწარმოთა და დაწესებულებების, სასწავლებელთა, შემოქმედითი კავშირების, მთელი რიგი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები. მიტინგიზ ორგანიზატორთა ერთ-ერთმა ლიდერმა გაეროსაშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებს მიმართა, რომ მათ სცნონ XX საუკუნის 20-იან წლებში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის გამოყენების ფაქტი. წინა დღეებისაგან განსხვავებით, ქალაქში სტიქიურად იქმნებოდა ახალგაზრდების ჯგუფები, რომლებსაც მოჰქონდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშები. ისინი საკუთარი მანქანებით გადაადგილდებოდნენ თბილისის სხვადასხვა უბნებში და მოუწოდებდნენ საყოველთაო დაუმორჩილებლობისაკენ. ამ დღეს გამოცხადდა სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ათკაციანი ჯგუფის შიმშილობა.

20:40 საათზე საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა სსრკ-ის ხელმძღვანელობას დამხმარე ძალების გამოგზავნა თხოვა წესრიგის აღსადგენად.

მოსკოვში სკკპ ცკ-ში პოლიტბიუროს წევრის, სკკპ ცკ-ის მდივნის, ე. კ. ლიგაჩოვის ხელმძღვანელობით, ჩატარდა თათბირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს წევრებმა: ვ. ა. მედვედევმა, ნ. ნ. სლიუნკოვმა, ვ. მ. ჩებრიკოვმა; სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატებმა: ა. ი. ლუკიანოვმა, გ. პ. რაზუმოვსკიმ, დ. ტ. იაზოვმა; სსრკ სუკ-ის თავმჯდომარე ვ. ა. კრიუჩკოვმა, სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვ. პ. ტრუშინმა და სკკპ ცკ-ის აპარატის პასუხისმგებელმა მუშაკებმა. თათბირზე საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს. აღნიშნული თათბირის მუშაობის შესახებ ოქმი არ შეუდგენიათ და მისი შედეგები დოკუმენტში დაფიქსირებული არ იყო. მიღებულ გადაწყვეტილებებზე მსჯელობა მხოლოდ თათბირის მონაწილეთა განმარტებების მიხედვითაა შესაძლებელი. თათბირზე, ფაქტობრივად, გადაწყდა თანხმობის მიცემა რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ზეპირი თხოვნების დასაკმაყოფილებლად, შინაგანი ჯარისა და საბჭოთა არმიის ქვედანაყოფების გამოყოფის შესახებ. ამის საფუძველზე გაიცა სსრკ თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის დირექტივა და სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანება საქართველოში შესაბამისი საჯარისო ქვედანაყოფების გასაგზავნად. რესპუბლიკის ხელმძღვანელობას წინადადება მიეცა, კოლექტიურად განეხილა შექმნილი მდგომარეობა და პოლიტიკური მეთოდებით ეპოვა გამოსავალი რთული სიტუაციიდან. იგი გაფრთხილებული იქნა უკიდურესი წინდახედულობის გამოჩენის აუცილებლობის შესახებ, რომ ჯარი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოეყენებინათ. რესპუბლიკის ხელმძღვანელობას ტელეფონით აცნობეს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები საქართველოში გასაგზავნი ჯარის გამოსაყენებლად მან ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობასთან ერთად, შექმნილი ვითარების მიხედვით უნდა მიიღოს. ამასთან, არ იყო რეკომენდებული მოცემულ მომენტში საგანგებო მდგომარეობის შემოღება და ქ. თბილისში კომენდანტის საათის გამოცხადება

23:00 საათზე სსრკ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე მ. ს. გორბაჩოვი საზღვარგარეთ მოგზაურობიდან მოსკოვში დაბრუნდა და ინფორმირებული იქნა საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ. მასთან ერთად მოსკოვში სსრკ-ის საგარეო მინისტრი ედუარდ შევარდნაძეც დაბრუნდა. აეროპორტში პრეზიდენტს მთელი პოლიტბიურო დახვდა და ქვეყანაში არებული ვითარების შესახებ ანგარიში ჩააბარა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოში მიმდინარე პროცესები იყო. თბილისში მთავრობის სასახლის წინ რამდენიმე ათასი ადამიანი საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და დამოუკიდებლობის გამოცხადებას ითხოვდა. როგორც გორბაჩოვს მოახსენეს, რესპუბლიკის ხელმძღვანელი ჯუმბერ პატიაშვილი ვითარებას პრაქტიკულად ვეღარ აკონტროლებდა. მ. გორბაჩოვმა შესთავაზა იმავე ლაინერით ჩასულიყო თბილისში ვითარების გასარკვევად. შევარდნაძე-პატიავილის ტელეფონით საუბრისას გადაწყდა, რომ იმ ეტაპისთვის შევარდნაძის თბილისში ჩასვლა დამატებით დაძაბულობას გამოიწვევდა.

უკვე ცნობილი იყო, რომ დაპირისპირება აღარ განიმუხტებოდა. მოლაპარაკებები ჩიხში იყო შესული. სწორედ იმ დღეს თხოვნაზე ოპოზიციამ პატიაშვილს შეხვედროდა მათ, უპასუხა, რომ საქართველოს მარიონეტულ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას არ აპირებს. ისინი ილაპარაკებდნენ მხოლოდ კრემლის წარმომადგენლებთან, გაეროს სპეციალური მდივნის წარმოადგენლის მეთვალყურეობით.

დღის ბოლოს ჯ. პატიაშვილი გამოვიდა ტელევიზიით და მოუწოდა ხალხს დაშლისაკენ.

8 აპრილი

თბილისში დილით, ქალაქს დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინა სამხედრო ვერტმფრენთა სამმა ესკადრილიამ, ხოლო დაახლოებით შუადღეს თბილისის ქუჩებში სამი მარშრუტით და მომიტინგეთა გვერდით ჩაიარა საბრძოლო ტექნიკამ შეიარაღებული ჯარისკაცებით. ამ აქციამ მაპროვოცირებელი როლი შეასრულა. პასუხად, მომიტინგეთა ცალკეული ჯგუფები კანონის დარღვევის მხრივ უფრო შორს წავიდნენ. დაიწყეს სატრანსპორტო საშუალებების მიტაცება, მათი მეშვეობით ჩაკეტეს როგორც რუსთაველის პროსპექტის გასასვლელები, ისე მიმდებარე ქუჩები (სულ გამოიყენეს 29 ავტობუსი, ტროლეიბუსი და სატვირთო მანქანა).

მოსკოვში დილას სკკპ ცკ-ში შედგა მეორე თათბირი საქართველოში შექმნილი გარემოების შესახებ. მას ხელმძღვანელობდა პოლიტბიუროს წევრი, სკკპ ცკ-ის მდივანი ვ. მ. ჩებრიკოვი. მონაწილეთა შემადგენლობა იგივე იყო, რაც წინა დღეს, გარდა ე. კ. ლიგაჩოვისა, რომელიც შვებულებაში გაემგზავრა. თათბირს ასევე ესწრებოდნენ პოლიტბიუროს წევრი ე. შევარდნაძე და სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრი ვ. ვ. ბაკატინი. როგორც წინა დღეს, თათბირის ოქმი არ შედგენილა და მიღებული გადაწყვეტილებები დოკუმენტში არ დაფიქსირებულა. ამ დროისთვის მიღებული იყო 8 აპრილის დაშიფრული დეპეშა ჯ. ი. პატიაშვილის ხელმოწერით, რომ ვითარება ქალაქში სტაბილური ხდება და კონტროლს ექვემდებარება. ე. შევარდნაძესა და ჯ. პატიაშვილს შორის შედგა აზრთა გაცვლა ტელეფონით. ჯ. პატიაშვილმა, 7 აპრილიდან 8 აპრილის ღამით მდგომარეობის სტაბილიზაციის გამო, ზედმეტად ჩათვალა ამხანაგების – ე. შევარდნაძისა და გ. რაზუმოვსკის ჩასვლა, რასაც დაეთანხმნენ თათბირის მონაწილენი. ამრიგად, შინაგანი ჯარის, მილიციისა და საბჭოთა არმიის სპეციალური ქვედანაყოფების საქართველოში გაგზავნა სკკპ ცკ-ში 7 და 8 აპრილს გამართულ აღნიშნულ თათბირებზე გადაწყდა, რაც ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას, რომლის მიხედვით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლება ჰქონდა არა პარტიულ, არამედ შესაბამის სახელმწიფო ორგანოს.

მთავრობის სახლის წინ მოედნიდან მომიტინგეთა განდევნის ოპერაციის კონკრეტული გეგმის შემუშავება გენერალმა ი. როდიონოვმა დაავალა სსრკ შსს შინაგანი ჯარების შტაბის ოპერატიული სამმართველოს უფროსს, გენერალ ი. ტ. ეფიმოვს, რომელიც თბილისში 7 აპრილს ჩამოვიდა. ოპერაციის გეგმას და ჯარების მოქმედების სქემას ხელი მოაწერეს გენერალმა ი. ტ. ეფიმოვმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა შ. ვ. გორგოძემ, დაამტკიცა გენერალმა ი. ნ. როდიონოვმა, ხოლო სკკპ ცკ-ის გადაწყვეტილებით, ოპერაციისთვის გაერთიანდა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები. თბილისში შევიდა საგანგებო დანიშნულების მოტომსროლელთა დივიზიის მე-4 პოლკი, საგანგებო დანიშნულების მილიციის რაზმები პერმიდან და ვორონეჟიდან.

თბილისში მომიტინგეები კვლავ აგრძელებდნენ მიტინგს, ცენტრალურ კომიტეტში კი კვლავ გრძელდებოდა მუშაობა. დარბაზში სადაც წინა დღეს ოთხასკაციანი პარტაქტივის კრება ჩატარდა კვლავ გადაჭედილი იყო. ამჯერად 8 აპრილს განხილული აუცილებელი ღონისძიებები მტკიცდებოდა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი იყო მიტინგის ორგანიზატორთა იზოლირება, რაც მათ დაპატიმრებას გულისხმობდა. იმავე დღეს მოსკოვიდან რაზუმოვსკიმ დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ — „კრემლი კატეგორიული წინააღმდეგია, აქციის ორგანიზატორების დაპატიმრების უფლებას არ გაძლევთ!“

აქტივის გაფართოებულ კრებაზე განაწილებული და გაწერილი იყო ყველა ის ფუნქცია და დავალება, რომლებიც კონკრეტულ პარტიულ მუშაკს უნდა შეესრულებინა. ღონისძიებათა ნუსხას ცეკას იდეოლოგიური განყოფილების მიერ იყო შესრულებული, რომელსაც უშუალოდ ნიკოლსკი ხელმძღვანელობდა და ის წყვეტდა ვის რა უნდა გაეხმოვანებინა.

20:50 საათზე ჯუმბერ პატიაშვილი კვლავ აბარებს ანგარიშს მოსკოვს.ჯ. ი. პატიაშვილის დეპეშა სკკპ ცკ-ს • 08/04/1989 • შემოსული დაშიფრული დეპეშა №219/ш[

გაფართოებული აქტივის შეკრებიდან მალევე გაიმართა თავდაცვის საბჭოს სხდომაც.თავდაცვის საბჭოს სხდომა • 08/04/1989 • სტენოგრაფიული ჩანაწერი (საიდუმლო

უშიშროების სხდომაზე გადაწყდა, რომ მომიტინგეების დაშლისა და მათგან მოედნის გათავისუფლების ოპერაციას ამიერკავკასიის ჯარების სარდალი, გენერალი როდიონოვი უხელმძღვანელებდა, ხოლო მის მოადგილედ საქართველოს რესპუბლიკის მხრიდან დაინიშნა შს მინისტრი შოთა გორგოძე.

ოპერაციის სქემაში ლაპარაკი არ ყოფილა არანაირ იარაღზე, მით უფრო — მის გამოყენებაზე. უფრო მეტიც, სქემის მიხედვით, ჯარსა და მომიტინგეებს უშუალო შეხება არ უნდა ჰქონოდათ. მათ შორის უნდა ჩამდგარიყო თბილისში დარჩენილი ქართული მილიცია, რომელიც მომიტინგეებისაგან მთავრობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიას გაანთავისუფლებდა. შემდეგ კი ამიერკავკასიის ჯარი აღნიშნულ ტერიტორიას დაიკავებდა. როგორც პატიაშვილი იგონებდა, მან კატეგორიულად გააფრთხილა ყველა, რომ ოპერაცია ყველანაირი დაპირისპირების გარეშე უნდა დასრულებულიყო, რაზეც როდიონოვისაგან ჰქონდა მიღებული პირობა, რომ „ერთი სინიაკის გარეშე“ გაანთავისუფლებდნენ მოედანს. კოჩეტოვი, რომელიც პატიაშვილის ყოყმანს ხვდებოდა თქვა, „თუ ჩვენ დღესვე არ გავანთავისუფლებთ მოედანს მომიტინგეებისაგან, ხვალ შესაძლოა საქართველოში სუმგაითი განმეორდესო“.

მომიტინგეებთან მოლაპარაკებებზე რეზო ჩხეიძე იმყოფებოდა, რომლის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. მიტინგის ორგანიზატორებმა უარი განაცხადეს პატიაშვილთან შეხვედრაზე.

შეთანხმებისა და სქემის მიხედვით ჯარისკაცებს მხოლოდ რეზინის ხელკეტები და ფარები უნდა ჰქონოდათ, რომელთაც ასევე მხოლოდ და მხოლოდ მომიტინგეების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში გამოიყენებდნენ.

იმის ნაცვლად, რომ მიტინგის დაშლა უხმაუროდ მომხდარიყო კოჩეტოვის ბრძანებით ქალაქში დილით ხალხის დაშინების მიზნით ჯავშანტექნიკა გამოიყვანეს, ხოლო თბილისს სამხედრო ვერტმფრენებმა გადაუფრინეს. მისი სიტყვებით ეს აპრობირებული მეთოდი იყო, რადგანაც მსგავსი მეთოდით ბაქოში დაშალეს მრავალათასიანი მიტინგი. ამან ისეთი რეზონანსი გამოიწვია, რომ ყველა მთავრობის სასახლეს მიაწყდა.

მიტინგის ორგანიზატორებმა მიაღწიეს იმას, რომ მთავრობის სახლთან გამართულ აქციაში აქტიურად მონაწილეობდნენ ქალაქის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეები, შეკრებილთა დიდ ნაწილს სწორედ ისინი შეადგენდნენ. დღის მეორე ნახევარში ორგანიზატორებმა შეიტყვეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ქვედანაყოფებს მიცემული ჰქონდთ მითითება მიტინგის დაშლის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიტინგის ორგანიზატორებმა გადწყვიტეს წინააღმდეგობის გაწევის მიზნით მიტინგის ადგილის ირგვლივ მდებარე ქუჩების ჩაკეტვა ავტობუსებითა და სატვირთო მანქანებით. ქალაქში, კ. გამსახურდიას ძეგლთან 500 ქალმა გამოახადა შიმშილობა.

მთავრობის სახლთან აქციის ორგანზატორებმა წამოაყენეს წინადადებანი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთიანი კომიტეტის შექმნისა და ამ მოძრაობის საფინანსო ფონდისათვის სახსრების მასობრივად შეგროვების შესახებ. მიტინგის ორგანიზატორები შეკრებილთ მოუწოდებდნენ, რომ არ დაშლილიყვნენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამხედრო ნაწილები გამოჩნდებოდნენ.

ღამით სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. სატელევიზიო მიმართვები გააკეთეს ინტელიგენციისა და კულტურის წარმომადგენლებმა. საზოგადოებას საჯაროდ მიმართა მილიციის სამმართველოს უფროსმა რომან გვენცაძემ და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილა. მთავრობის სახლის წინ მომიტინგეთა რიცხვი კი კლების მაგივრად მატულობდა. პატიაშვილი უკავშირდება როდიონოვს და მომიტინგეთა რიცხოვნობის გამო სთავაზობს ოპერაციის გადადებას. როდიონოვმა გარანტია მისცა, რომ სიტუაციას აკონტროლებდა და, რომ არავინ არ დაშავდებოდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share