საქართველო ან წავა ევროპისკენ, ან იქცევა ბოსტნად, როგორიც უნდა რომ ივანიშვილს იყო – ბუღაძე

“მატყუარა, ქედმაღალი, ცინიკოსი, სადისტი, ეჭვიანი” – ეს ის ზედსართავებია, რომლითაც მწერალმა ლაშა ბუღაძემ ბიძინა ივანიშვილი შეამკო. დრამატურგმა ოლიგარქი ქართველი ხალხის მიმართ უპატივცემულობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ საქართველოში მიმდინარე უარყოფითი მოვლენები ივანიშვილის კისერზეა.

ლაშა ბუღაძემ  ტვ პირველის  ეთერში განაცხადა, რომ ქვეყანა ან ევროკავშირის დიდ ოჯახში გაწევრიანდება, ან გეზს სრულად რუსეთისკენ აიღებს.

”ძალიან გამაბრაზებელი, დამღლელი და შეურაცხმყოფელია ამდენი გატეხილი სიტყვა. მატყუარები ჩვენ არ გვიკვირს, მაგრამ ივანიშვილი, რომელიც უმთავრესი პასუხისმგებელია და მე ვიტყოდი დამნაშავე იმ ყველაფერში, რაც ახლა ხდება, შემკულია ყველა იმ თვისებით, რომელიც ოდნავ წესიერ ადამიანსაც კი არ უნდა ჰქონდეს. მატყუარა, ქედმაღალი, ცინიკოსი. ადამიანი, რომელიც თავის არცერთ პირობას არ ასრულებს. დესპოტი, ეჭვიანი, რაღაც სადისტური თვისებებით, რომელსაც უნდა, რომ ყველაფერი თავისი კონტროლის ქვეშ აქციოს. ძალიან დიდი უპატივცემულობით განმსჭვალული საქართველოს და მოქალაქეების მიმართ, რადგან აგდებული დამოკიდებულება აქვს. ეს ყველაფერი პოლიტიკასაც ცდება. საქართველო ან წავა ევროპისკენ, ან იქცევა ბოსტნად, როგორიც უნდა რომ ივანიშვილს იყო”, – ამბობს ლაშა ბუღაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share