აშშ-ის მთავრობამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 5000-ზე მეტი AK-47s, ტყვიამფრქვევი, შაშხანა, RPG-7 და 50 0000-ზე მეტი საბრძოლო მასალა გადასცა.
ამის ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა X-ზე ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნული საბრძოლო მასალა 2021 წლის მაისიდან 2023 წლის თებერვლამდე პერიოდში ჩამოართვეს გემებს, რომლებსაც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევით ჰუსიტ მეამბოხეებს გადაჰქონდათ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსიდან.
“ეს იარაღი დაეხმარება უკრაინას რუსეთისგან თავის დაცვაში…აშშ მოწოდებულია იმუშაოს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა დაუპირისპირდეს ირანის ლეტალური დახმარების ნაკადს რეგიონში ყველა კანონიერი საშუალებით, მათ შორის აშშ-სა და გაეროს სანქციებით და აკრძალვებით. ირანის მხარდაჭერა შეიარაღებული ჯგუფებისთვის საფრთხეს უქმნის საერთაშორისო და რეგიონულ უსაფრთხოებას, ჩვენს ძალებს, დიპლომატიურ პერსონალს და რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს, ისევე როგორც ჩვენს პარტნიორებს,” – ნათქვამია განცხადებაში.