დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, მაგრამ არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთი გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში. უახლოეს წარსულში გავათავისუფლეთ ქვეყანა გარე ძალებისგან მართული მარიონეტებისგან და, ასევე, დავეხმარებით ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ მათაც მოახერხონ და თავი დააღწიონ აგენტურის მმართველობას, რომლებიც აუფასურებენ ევროპულ სტრუქტურებსა და ევროპულ იდეას.” –
ამის შესახებ ”ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან ევროპარლამენტის რეზოლუციას “მაკულატურა” უწოდა.