ეს სამხედრო ამბოხება იყო რეპეტიცია, რომელიც მომავალში კიდევ ერთხელ გველოდება რუსეთში – რომან ანინი

„ქვეყანა ერთი ნაბიჯით სამოქალაქო ომში შევიდა,“ – ეს განცხადება გამომძიებელმა ჟურნალისტმა რომან ანინმა გადაცემა „რეაქციაში“ გააკეთა.

რომან ანინი აფასებს რუსეთში არშემდგარ სამხედრო აჯანყებას და ამბობს, რომ ახლა რუსეთში ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს. ჟურნალისტის თქმით, სამხედრო ამბოხება რუსეთში კიდევ განმეორდება. ანინის თქმით, პუტინი ახლა მასიურად რეპრესიებს გაატარებს.

რუსეთი შევიდა კლანური მმართველობის ეპოქაში, რასაც ვუყებდით რამდენიმე დღის განმავლობაში. ქვეყანა ერთი ნაბიჯით სამოქალაქო ომში შევიდა, მაგრამ რაღაც დიდი სასწაულის დამსახურებით, ომი არ გაჩაღდა, მაგრამ დღეს რა რეალობაც არის რუსეთის ფედერაციაში, ეს არის კლანების ჯახი ერთმანეთში და ისინი ცდილობენ საკუთარი გავლენების გაძლიერებას,“ – ამბობს ანინი.

ანინის თქმით, პუტინის დასუსტების შემდეგ, რუსეთში ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყება და არ არის გამორიცხული სამოქალაქო ომიც დაიწყოს.

ისინი იბრძვიან საკუთარი არსებობისთვის, იმიტომ, რომ ამ ომში, როდესაც იმარჯვებს ერთი კლანი, ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე კარგავს მთელ თავის რესურსებს, კარგავს თავისუფლებას. დიდი ალბათობით, კარგავს მის ცხოვბრებას, ამიტომ, ეს კლანები კარგად აცნობიერებენ, რომ რაც უფრო მალე გაჩერდება პუტინი, უფრო დიდი არის ალბათობა იმის, რომ ისინი დაკარგავენ მფარველს და ისინი აღარ იქნებიან საჭიროები. რუსეთში დღეს პოლიტკური არქიტექტურა არის ერთი ადამიანის, მაფიის ბოსის გარშემო და პუტინის გარემოცვა შედგება სხვადასხვა ადამიანის კლანისგან და მათ შორის ბრძოლა და დაპირისპირება ძალიან გამწვავდა. ისინი ახლა აცნობიერებენ, რომ პუტინი ან მოკვდება ან გახდება ისეთი სუსტი, რომ აღარ ექნება არანაირი ძალაუფლება, დაიწყება ახალი ომი – დაიწყება ომი პუტინის სავარძლისთვის,“ – ამბობს რომან ანინი.

რა ბედი ელის ვაგნერს – ჟურნალისტი არ გამორიცხავს, რომ ვაგნერი დაიშალოს, თავად პრიგოჟინი კი ბელარუსში დარჩება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share