ეს არის დიდი სოლიდარობის გამოხატულება იმ დიდი შრომისა და ბრძოლის მიმართ, რაც ნიკა გვარამიამ გასწია – არახამია CPJ-ის ჯილდოზე

“ეს არის დიდი სოლიდარობის გამოხატულება იმ დიდი შრომისა და ბრძოლის მიმართ, რაც ნიკა გვარამიამ გასწია”, – ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია სოციალურ ქსელში წერს და CPJ-ის მიერ ნიკა გვარამიას დაჯილდოებას ეხმაურება.

”შთამბეჭდავია პროფესიულ საქმიანობაში დაიმსახურო უმაღლესი ჯილდო და საერთაშორისო აღიარება. დიდი პატივია ქართველ ჟურნალისტებს შორის იყო პირველი, ვინც ასეთი აღიარება მოიპოვა.

ეს არის დიდი სოლიდარობის გამოხატულება იმ დიდი შრომისა და ბრძოლის მიმართ, რაც ნიკა გვარამიამ გასწია.
ვულოცავ ნიკას!
ვულოცავ ქართულ ჟურნალისტიკას!” – წერს არახამია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share