დავეხმარებით ევროპელ კოლეგებს, მათაც დააღწიონ თავი აგენტურის მმართველობას – კალაძე

”სამწუხაროდ, ევროპულ სტრუქტურებში დღეს ფეხი აქვს გადგმული ლობიზმს,  მანკიერ ურთიერთობებს. ასეთი რეზოლუციები პირველ რიგში სწორედ ევროპულ ინსტიტუციებს აყენებს შეურაცხყოფას და აზიანებს მათ რეპუტაციას.

დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, მაგრამ არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთი გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში. უახლოეს წარსულში გავათავისუფლეთ ქვეყანა გარე ძალებისგან მართული მარიონეტებისგან და, ასევე, დავეხმარებით ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ მათაც მოახერხონ და თავი დააღწიონ აგენტურის მმართველობას, რომლებიც აუფასურებენ ევროპულ სტრუქტურებსა და ევროპულ იდეას.” –

ამის შესახებ ”ქართული ოცნების”  გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან ევროპარლამენტის რეზოლუციას “მაკულატურა” უწოდა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share