“მაკო გომურთან დაკავშირებით, თუ ვინმეს რაიმე პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს მხრიდან, განსაკუთრებით ყურად უნდა იღოს მისი განცხადება”,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
“მაკო გომურთან დაკავშირებით, თუ ვინმეს რაიმე პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებით ყურად უნდა იღოს ეს განცხადება და თუ ნაბიჯები არ არის გადადგმული, რასაკვირველია უნდა გააკეთონ ყველაფერი, რადგან ეს არის ადამიანი რომელიც საზოგადოების ყველა ნაწილს, როგორი პოლიტიკური გემოვნებაც არ უნდა ჰქონდეს, ძალიან დიდ ტკივილად მიჰყვება ცხოვრების ბოლომდე. მე პირადად ჩემი ცხოვრების ძალიან ცუდ ნაწილად მიმაჩნია ეს ფაქტი, რაც მაკო გომურს დაემართა, თუმცა, პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით აბსოლუტურად სხვა წარმოდგენა მაქვს, იმისგან განსხვავებული რაც აქვს “ნაცმოძრაობას,”-განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, მაკო გომურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც ის აღნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სახელმწიფო სტრუქტურებთან კომუნიკაცია გართულდა.