როგორც ასლანი მიაბრძანა გაბრაზებული ხალხის კორიანტელმა რუსული გემის მიმართულებით, გპირდებით გავუყენებთ ივანიშვილს რუსულ გზას – ლაშა კომახიძე

“როგორც ასლანი მიაბრძანა გაბრაზებული ქართველი ხალხის კორიანტელმა რუსეთის და რუსული გემის მიმართულებით, გპირდებით და პირობას ვდებ თქვენთან ერთად ჩვენც შევძლებთ ამას. ჩვენც გავუყენებთ ბიძინა ივანიშვილს რუსულ გზას. არა რუსულ კანონს, არა რუსულ მთავრობას! წინ ევროპისკენ!“ – ეს განცხადება ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლაშა კომახიძემ ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე – კი ევროპას, არა რუსულ კანონს! გააკეთა.

ლაშა კომახიძე პარალელს ავლებს ივანიშვილის რეჟიმს და ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდთან და ამბობს, რომ “29 აპრილის აქცია არის დიაგნოზი იმის, რომ „ქართული ოცნება“ არის დასრულებული”.

”მოგესალმებით თავისუფლების მოყვარულო ჩემო თანამემამულეებო, ჩემო ბათუმელებო, ხულოელებო, შუახეველებო, ქედელებო და ხელვაჩაურელებო და, რა თქმა უნდა, ჩემო ქობულეთელებო. 

მე აქ ყოფნისათვის  მადლობას  ნამდვილად ვერ გადაგიხდით ,მე მადლობას ვერ გადავუხდი იმ ასი ათასობით ქართველს,რომელიც რუსთაველზე საქართველოს ევროპულ მომავალს იცავს. აქ სამადლობელო რა არის? ჩვენ ხომ ჩვენი ქვეყნის მომავალს ვიცავთ, ჩვენ ხომ ჩვენი შვილების მომავალს ვემსახურებით ,ეს ხომ ჩვენი სამსახურია, ეს ხომ ჩვენი ვალია და ამ ვალს ვიხდით სახელმწიფოს წინაშე .მე ნამდვილად ვერ მივცემ თავს იმის უფლებას ,რომ მადლობა გიხადოთ ,ეს არის თქვენი საქმე და გათავისებული ნაბიჯები წინ ევროპისკენ !
თავს მივცემ უფლებას და ჩემი მეგობრების, თანამებრძოლების, ახალგაზრდების სახელით ვისაუბრებ ,რა არის ჩვენთვის ევროპა და რა არის ევროპული ღირებულება? ეს პროცესი არ დაწყებულა გუშინ, გუშინ წინ და იმის წინ ,ეს პროცესი დაიწყო ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში  დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე იყვნენ მეფეები ,რომლებმაც გახსნეს კარი დასავლეთისკენ .დიდგორის ბრძოლაში მონაწილეობას იღებდა 300 -მდე ევროპელი მეომარი ,რას ნიშნავს ეს? და რა ჰგონიათ ქოცებს ,რომ დღეს ამდენი ხნის შემდეგ ,როდესაც ჩვენს ევროპულ თანამშრომლობას ამხელა ისტორიის მანძილზე გრძელდებოდა ეს ყველაფერი და რა ჰგონიათ ქოცებს რომ დღეს ესე ადგებიან და ივანიშვილის ახირების მეშვეობით, რომლებსაც ჯგროდ არიან აყოლილები მართლა ეს უწიგნურები ,უმაქნისები , და მართლა ეს მოღალატე მონები .რა ჰგონიათ,რომ ამხელა ისტორიას მოარღვევენ ,ხაზს გადაუსვამენ და გაგვაქანებენ რუსულ ორბიტაზე ? არა მეგობრებო ვერ მოგართვით .
მე დღეს ვსაუბრობ ქალაქიდან ,რომლის ევროპულ ინტეგრაციაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა და ვერ აუვლი ამ საკითხს გვერდს .მივესალმოთ საქართველოში პირველ ნომერ პირველ პოლიტიკურ დევნილს მიხეილ სააკაშვილს და დავაფასოთ ყველა ის საქმე ,რომელიც მან გააკეთა საქართველოს ევროინტეგრაციისათვის. ის იყო ადამიანი ,რომელმაც პირველად აწია საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ევროკავშირის დროშა საქართველოს პარლამენტთან . ეს არის ადამიანი,რომელიც აშენებდა ევროპულ ქალაქებს. თავისუფლება და გამარჯვება მიშას!
29 აპრილის წაიყვანენ ბაღის და სკოლის პედაგოგებს ,სკოლებში ბავშვებს გაუცდნენ გაკვეთილებს ბავშვებს და ავტობუსებით ასობით კილომეტრს გაატარებენ თბილისამდე და რას დაამტკიცებენ ამით ? და რას მოიგებენ ამით ? და ვის ებრძვიან ამით ? და რისი თქმა უნდათ საერთოდ ამით? გაყოფას და გახლეჩას ემსახურება ქართული საზოგადოების ,მაგრამ  დღეს მე რასაც ვუყურებ რუსთაველიდან ,ბათუმიდან ,ზუგდიდიდან ,ქუთაისიდან,არასდროს ყოფილა ქართველი ხალხი, ქართველი ერი ასე ერთ მუშტად შეკრული და ეს არის სწორედ ჩვენი გამარჯვების საწინდარი.
29 აპრილის აქცია არის დიაგნოზი იმის, რომ „ქართული ოცნება“ არის დასრულებული.  მაგონებს ასლან აბაშიძის მიერ დაორგანიზებულ „ტიტუშკებს“ ,რომლებიც დღეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებში არიან განლაგებულები ,ეს მართლა „კაგებეშნიკები „ეს რუსის მონები. ჯერ ასლანს რომ ემსახურებოდნენ ,ასლანის რუსულ მმართველობას და  ახლა ბიძიანს რომ უძვრებიან. ეს ხალხი გვემუქრება დღეს ,ეს ხალხი იქნევს ხელებს ,ეს ხალხი აპირებს დღეს ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციას. და როგორც ასლანი მიაბრძანა გაბრაზებული  ქართველი ხალხის კორიანტელმა რუსეთის და რუსული გემის მიმართულებით ,გპირდებით და პირობას ვდებ თქვენთან ერთად ჩვენც შევძლებთ ამას . ჩვენც გავუყენებთ ბიძინა ივანიშვილს რუსულ გზას . დიდება საქართველოს ,დიდება საქართველოს ევროპულ მომავალს ! წინ ევროპისკენ! შინ ევროპისკენ!“ – განაცხადა ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლაშა კომახიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share