29-ში იქნება პირველი აქცია, სადაც ყველაზე ბევრი მოქალაქე მივა ქუდით და კეპით, რომ ადვილი არ იყოს იდენტიფიცირება – მელია

შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს, შეუძლებელია წარსულმა გაიმარჯვოს მომავალზე – ამბობს “ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა მელია გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

მელიას ფიქრობს, რომ 29 აპრილს, “ოცნების” დაგეგმილ  კანონის მხარდამჭერს აქციაზე, იძულებით მიყვანილი ხალხი ყველანაირად შეეცდება თავის დაღწევას კონტრაქციისგან.

“ძალდატანებით ბევრი ადამიანი გამოჰყავთ და მჯერა, რომ ბევრი არ მიიღებს მონაწილეობას და რაღაცნაირად დაუძვრება მათ მოთხოვნებს, ბევრი 5-10 წუთით გამოჩნდება და მიიმალება, მაგრამ ბევრსაც მოუწევს იქ დგომა მაინც. მაგრამ, ეს იქნება პირველი აქცია, სადაც სტატისტიკურად ყველაზე ბევრ მოქალაქეს ვიხილავთ ქუდით და კეპით და სხვადასხვა შესაძლებლობით, რომ იქნებ ადვილად იდენტიფიცირებული ისინი არ გახდნენ” ამბობს ნიკა მელია “მთავარი არხის ეტერში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share