თბილისის საკრებულოს სხდომაზე ”ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან ჯაფარიძემ ჰომოფობიური განცხადება გააკეთა. სხდომა დაპირისპირებისა და შელაპარაკების ფონზე მიმდინარეობდა, რადგან ოპოზიციამ გამჭვირვალობის კანონი გააპროტესტა.
ლევან ჯაფარიძის გამოსვლა ”ქართული ოცნების” პროპაგანდისტული ნარატივის გაგრძელება იყო.
“ქართველმა ხალხმა არ უნდა დაკარგოს სურვილი, რომ გეზი ყოველთვის ჰქონდეს ევროპისკენ, არ დავკარგავთ, ვიმუშავებთ უფრო მეტს და სწორედ მშვიდობით, ღირსებით ვივლით მშვიდობიანი ღირსეული ევროპისკენ და ამას გავაკეთებთ ზუსტად იმ ერთგულ, იმ ძალიან პროგრესულად მოაზროვნე, პატრიოტ, მაგარ ქართველებთან ერთად და გაუ*იმავი კაცებით”, – თქვა ჯაფარიძემ.