“რუსული „ლანცეტის“ ფენომენი- ვაქცინები საკმარისი აშკარად არ არის “

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული, სოციალურ ქსელში, წერს:

“რუსული „ლანცეტის“ ფენომენი

—————————————–

დაახლოებით გნებავთ წარმოიდგინოთ მსოფლიოს დამოკიდებულება რუსების მიმართ?…

მაშინ გაიხსენეთ სამყაროთაშორის ომებზე გადაღებული ჰოლივუდური ბლოკბასტერები, რომელთა ფინალურ სცენებში, პათეტიკური ჟრუანტელის მომგვრელი მუსიკის თანხლებით, ამერიკელთა მეთაურობით დარაზმულ დედამიწელთა სამხედრო ძალებს, უერთდებიან ბრიტანელები, ჩინელები და რუსები…

დიახ. რუსები. და მათ მსოფლიო მიიჩნევს როგორც სუპერსახელმწიფოთაგან ერთერთერთს, მოგვწონს ჩვენ ეს თუ არა. ასეთია დასავლეთის პოზიცია და ასეთი იქნება მუდამ.

ცხადია, ვერც მიკროსამყაროსთან ომში იქნებოდა განსხვავებული დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. მითუმეტეს, რომ “გლობალისტ” ევროპელებს ისევ შეუერთდა მათგან დროებით გამოთიშული ამერიკა. მსოფლიო ახლა მათია. “გლობალისტების”.

ამიტომ, ნურავის გაუკვირდება „ლანცეტში“ გამოქვეყნებული სტატია რუსული ვაქცინის ეფექტურობის შესახებ. ცხადია გასაგები ლოგიკური მიზეზების გამო მე არა მაქვს არავითარი მეცნიერული მტკიცებულება, რომ „ლანცეტის“ რედკოლეგიას შევეკამათო, მაგრამ მაქვს უფლება მქონდეს საფუძვლიანი ეჭვი. ეს ჩემი, ჯერჯერობით მეტნაკლებად თავისუფალი ადამიანის უფლებაა. ეჭვი ემყარება არაერთ ფაქტს. მაგალითად იმას, თუ რამდენად სანდოა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და პირადად მისი დირექტორის კომპეტენცია პანდემიის მართვაში; რამდენად არის ეს ორგანიზაცია დამოკიდებული ფინანსურ და იდეოლოგიურ დონორებზე. რამდენად მძიმედ მოხდა კლინიკური და კვლევითი მედიცინის პროფანაცია პანდემიის მიმდინარეობისას, როდესაც მსოფლიო სამედიცინო პრესა წალეკა რამდენიმე ემპირიულ მონაცემზე სუბიექტურად აგებულმა „კვლევებმა“. ჩინეთის უცნაურმა „წარმატებამ“ პანდემიასთან ბრძოლაში და ბოლოს, რუსული მედიცინის „მიღწევებმა“; ქვეყნის, რომელიც დეკადებით ჩამორჩება მსოფლიო ტექნოლოგიურ პროგრესს.

ვაქცინაციის პროცესში მოულოდნელად დაწინაურებული ბრიტანეთის წარმატებამ აღაშფოთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ბუნებრივიც იყო. “ანტიგლობალისტი” ჯონსონის გარკვეული პროგრესი ეწინააღმდეგება მსოფლიოს ახალ იდეოლოგიურ კონცეფციებს. ვაქცინები საკმარისი აშკარად არ არის ყველასათვის. ამიტომ, რუსეთი ისევ უნდა გახდეს სრულუფლებიანი მოთამაშე. სინდისთან კომპრომისი? არა უშავს. ასეთი კომპრომისები ყოველთვის მართლდება პრიორიტეტთა ფარდობითობის კოეფიციენტით. მითუმეტეს, რომ ამ კოეფიციენტის ფორმულებს თავად ადგენ.

დიახ. რუსეთი მოიხმეს მოკავშირედ სამყაროთაშორის ომში. და ცხადია რომ ის ამ ომში მონაწილეობით გარკვეულ პოლიტიკურ დივიდენდებსაც მოითხოვს. ამჯერად მეტი სპეკულაციები აღარ ღირს. გამოჩნდება ნელნელა.”- წერს გურული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share