ლანჩხუთში მასწავლებელ ლადო აფხაზავას თავს დაესხნენ.
როგორც აფხაზავა ჟურნალისტებთან აცხადებს, მას კორპუსის სადარბაზოსთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, დაარტყეს თანმხლებსაც, რომლის მეურვეც თავად აფხაზავაა.
აფხაზავა ამბობს, რომ თავდამსხმელები მას ნაცს ეძახდნენ. ის ახლა პოლიციის განყოფილებაში იმყოფება:
”ქუჩაში ვიყავი ჩემს შვილობილთან ერთად. ორმა მამაკაცმა დანახვისთანავე სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. თავდამსხმელები აგრესიულად იყვნენ ჩემს მიმართ განცწყობილნი. ნაციონალო და ქვეყნის მტეროო, მომმართავდნენ. საბარგულიდან ამოიღეს ხის ბიტები, ვიცი, ვინც არიან.
ეს ველაფერი მოდის იქიდან, რომ აქციებზე დავდივარ და ჩემს პოზიციას რიად ვაფიქსირებ. ორივე მათგანი თავს დამესხა, საფეთქლის არეში მაქვს დაზიანება. ორივე მათგანი ნასვამი იყო” – აცხადებს აფხაზავა.