კანონპროექტი არასწორია, მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს – კამერონი კანონზე

“კანონპროექტი არასწორია… ეს პრობლემაა მთელ მსოფლიოში, ავტორიტარული რეჟიმების ღერძში… მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს”, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა Sky newsთან ინტერვიუში განაცხადა.

“ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს. ცხადად ვთქვით, რომ ეს კანონპროექტი არასწორია. რეალურად, მსოფლიოს გარშემო ბევრი ქვეყანა ცდილობს იმავე კანონის მიღებას, რათა აკრძალონ ნებისმიერი სახის სამოქალაქო სივრცე, კამპანიები აქვთ იმ ნებისმიერი უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციის, ნებისმიერი ქველმოქმედების, ნებისმიერი ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებსაც ვერ აკონტროლებენ. ეს პრობლემაა მთელ მსოფლიოში, ავტორიტარული რეჟიმების ღერძში”, – ამბობს კამერონი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share