საკერავი მანქანის ხმით შეწუხებულმა ქალმა სამკერვალოს უჩივლა

რუსთავში, მე-14 მიკრორაიონში, მეზობელმა სამკერვალოს უჩივლა – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

აღმოჩნდა, რომ ქალს საკერავი მანქანის ხმა აწუხებდა. ობიექტი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზეა განთავსებული, მომჩივანი კი მესამე სართულზე ცხოვრობს.

გამოცემის ცნობით, მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ადგილზე დარღვევა ვერ აღმოაჩინეს. მათი ინფორმაციით, სამკერვალოში, სამუშაო პროცესში წარმოქმნილი ხმა დასაშვებ ნორმას არ აღემატებოდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share