ქართველი ემიგრანტების აქცია ლონდონში, საქართველოს საელჩოს წინ – საქართველოს მოქალაქეები სპეციალური პეტიციით მიმართავენ ბრიტანეთის პარლამენტს და მოითხოვენ, გაუყინონ აქტივები “ქართული ოცნების” იმ ლიდერებს, ვინც გამჭვირვალობის კანონს მხარს უჭერს და მესამე მოსმენაზე ხმას მისცემს საშიშ კანონპროექტს.
ემიგრანტების მოთხოვნაა, გაიყინოს იმ ბიზნესმენების აქტივებიც, რომლებიც გამჭირვალობის კანონს ლობირებენ.