“აპოთეოზია, სრული სიცარიელეა ივანიშვილის თავში, სრული სიგიჟეა მის ხელისუფლებაში,” – ასე აფასებს დავით ბერძენიშვილი ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას.
პრემიერის განცხადება, რომელმაც ივანიშვილის პოზიცია გაახმოვანა, ბერძენიშვილისთვის იმის დამადასტურებელია, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ოქტომბერში დამარცხდება.
”აპოთეოზია, სრული სიცარიელეა ივანიშვილის თავში, სრული სიგიჟეა მის ხელისუფლებაში, ეს იყო ყველაზე უფრო შემაშფოთებელი, რაც თქვა კობახიძემ, ამასთანავე იყო კარიკატურული. მათ არ აქვთ ძალა. როცა ამბობენ, რომ 80 პროცენტი მხარს უჭერს გამჭვირვალობას და 60 პროცენტზე მეტი ამ კანონის მიღებას, ეს არის თვითდარწმუნების მცდელობა და უფრო მეტად საკუთარი ამომრჩევლების დამშვიდების მცდელობა. კატასტროფა ელოდება – აპრილ-მაისი არის ქუჩაში პროტესტი, შემდეგ იქნება ბუნებრივია, ძალიან მძიმე პერიოდი ზაფხულში, შემოტევები იქნება, მაგრამ ყველაფერი დამთავრდება სექტემბერ-ოქტომბერში, ამ ხელისუფლების კატასტროფული ცვლილებით, გაგვასწრებს ივანიშვილი თუ ვერ გაგვასწრებს – ეს არის დღეს ერთადერთი დილემა,“ – ამბობს დავით ბერძენიშვილი.