ალტ-ინფოს ჟურნალისტის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 11 აპრილს სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგზე დასწრების საშუალება არ მისცა.
ინფორმაციას ადასტურებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც.
“აბსოლუტურად ყველა ჟურნალისტი შეუშვეს ჩვენ გარდა. აკრედიტაციაზე მოთხოვნა ჩვენმა პროდიუსერმა 3 საათით ადრე, როგორც კი პრეზიდენტის ბრიფინგი ჩაინიშნა, მაშინვე გადააგზავნა, თუმცა ყველა შეუშვეს და უკვე მეორე შემთხვევაა, როცა მე არ მიშვებენ კამერით. ასე ამბობენ, რომ სიაში არ ვარ, მაგრამ ჩემი პროდიუსერი პრესსამსახურის 3 თანამშრომელს ელაპარაკა და ახლა რომ ვეკითხები, გარბიან”. – ამბობს ალტინფოს ჟურნალისტი.